ილიას გზა, ანუ ვიცნობთ ილიას?
(წერილი მესამე)
..
ვინც სოცქსელში გასართობად არის შემოსული ამ წინადადების დამთავრებისთანავე შეუძლია შეწყვიტოს კითხვა.
დანარჩენებისთვის ცოტა შორიდან დავიწყებ.
რამდენიმე თვის წინ ერთ აკადემიკოსთან მქონდა შეხვედრა.
ნამდვილი აკადემიკოსიაო, მითხრეს.
ისეთი კი არა, ახლა სარდაფებში გახსნილი სასწავლებლებიდან რომ იჩეკებიანო.
ნადვილიაო და თან, ილიათმცოდნეაო, მითხრეს და ისიც მითხრეს, თქვენი საადგილმამულო გაზეთით დაინტერესდა და შეხვედრის სურვილი გამოთქვაო.
სანამ ვიტყოდე, თუ რით დამთავრდა შეხვედრა, მინდა ვთქვა, რომ ალბათ არ არსებობს ილიასეული რომელიმე სტატია, გინდ სოციალურ და გინდ პოლიტიკურ თემებზე და თუნდაც, მისი პირადი მიმოწერიდანაც კი, რომ არ წამეკითხოს.
და არა მხოლოდ მისი წერილები, მისი თანამედროვეების მოგონებები მასზე, მისი თანამოაზრეების და მისი მტრების მოგონებებიც კი.
და რაც მეტს კითხულობ, მით უფრო ხვდები, რა ცუდად იცნობდნენ ილიას უწინ, მისი თანამედროვეები.
ეს ილიას თანამედროვეები, ხო…
მაგრამ იმ აკადემიკოსთან შეხვედრის მერე იმასაც მივხვდი, რა ცუდად იცნობენ ილიას დღესაც.
ვიცნობთ ილიას?
ცნობა არ ნიშნავს იცოდე ილიას ცხოვრების დეტალები, ცნობა არ ნიშნავს, იცოდე რას აკეთებდა,
ცნობა ნიშნავს, იცოდე რა გეგმით, რა სქემით, რა გზით აკეთებდა.
დიახ, ილიას ცნობა ნიშნავს, იცოდე, თუ რა არის ილიას გზა.
და როცა ეს ილიას მკვლევარმა არ იცის, იმაზე რაღა ვთქვა, ვისაც მხოლოდ ეს სამი სიტყვა “მამული, ენა, სარწმუნოება” აქვს დაზეპირებული და ჰგონია, თუ ამ სიტყვებს ხშირად გაიმეორებს, ილიას გზაზე დგას?
არადა სწერია ყველაფერი მის წერილებში,
მაგრამ მხოლოდ დადარაჯებული თვალით და ანალიზის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, თუ რა კონკრეტულ ქმედებებს ანიჭებდა ილია უპირატესობას, რათა ეროვნული ზეამოცანა შესრულებულიყო.
დიახ, რაც არ უნდა გაუკვირდეს ვინმეს, არც ერთ წერილში, რაც კი მას გამოუქვეყნებია „ივერიასა“ თუ სხვა გაზეთებში, ილიას არსად არა აქვს პუნქტებად ჩამოწერილი ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ილიას პროგრამა და სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებას ცდილობდა ის მთელი 32 წლის განმავლობაში.
რიგის მიხედვით არა აქვს ილიას ნათქვამი, რა რით უნდა დაიწყო და რის მერე რა უნდა გაკეთდეს.
ეს ყველაფერი გაბნეულია მის ნაწერებში. მკითხველმა ჯერ უნდა წაიკითხოს ყველაფერი, მერე კი მთავარი იპოვოს და დასკვნა უნდა გააკეთოს.
ვკითხულობთ? დასკვნას ვაკეთებთ?.
და იმ აკადემიკოსმა, რაო?
რაო და პარტიაა შესაქმნელიო და “ილიას გზა” უნდა დავარქვათო.
იქავე დამთავრდა მისი აკადემიკოსობა ჩემთვის,
მისი აკადემიკოსობაც და მისი ილიათმცოდნეობაც.
და აბა საიდან იწყება ილიას გზა?
ბევრჯერ აღვნიშნე ილიას გზის საწყისი წერტილი. ბევრჯერ ვისაუბრე მასზე ჩვენს საადგილმამულო გაზეთში, ილიაც თავის პროგრამაზე საუბრებს „ივერიის“ პირველივე ნომრიდან სწორედ თვითორგანიზაციის მნიშვნელობის აღნიშვნით იწყებს.
გაგახსენებთ:
„საცა საზოგადოების თვით-მოქმედობის ძალა მილეულია, საცა გონებითი და ზნეობითი ნიჭი დაძინებულია, იქ, უპირველესი მოვალეობა ჟურნალ-გაზეთობისა სწავლისა და ცოდნის გავრცელება უნდა იყოს, მან უნდა ფეხი აუდგას თვით-მოქმედობის ძალსა, მან უნდა აღადგინოს გონებითი და ზნეობითი ნიჭი“.
აი, რაში მდგომარეობს ჩვენი გაზეთის პროგრამა.
დრომ გამოაჩინოს, რაოდენად შევძლებთ ამ საქმეს, რომლის კისრად აღება ჩვენ დღეს გავბედეთ…“

აი, ამ სიტყვებში მართლაც რამდენ რამეს ამოიკითხავს დაკვირვებული თვალი.
და აქ ილია არა მხოლოდ იმაზე საუბრობს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საზგადოების თვითორგანიზაციის უნარს, რომელსაც ის „ თვით-მოქმედების ძალს“ ეძახის, არამედ თავის უმთავრეს ამოცანაზე – ცოდნის გავრცელებაზე მიანიშნებს. აქ არაა საუბარი წერა-კითხვის ცოდნაზე, არც უბრალო განათლებაზეა აქ საუბარი, აქ საზოგადოების შეგნების გაღრმავებაზეა საუბარი, ეროვნული შეხედულების გავრცელებაზეა საუბარი, და თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, საზოგადოების პოლიტგანათლებაზეა საუბარი;
დიახ, ილია აქ გაზეთის პროგრამაზე კი არ საუბრობს, თავის პროგრამაზე საუბრობს, საკუთარ გზაზე საუბრობს, საკუთარი გზის საწყის წერტილზე საუბრობს, და როცა აღნიშნავს, რომ „დრომ გამოაჩინოს, რამდენად შევძლებთო ამ საქმეს, რომლის კისრად აღება დღეს გავბედეთო“ – მიგვანიშნებს, რომ ამ საქმისთვის არც დროს დაზოგვას აპირებს და არც თავის.
და ვისაუბროთ სხვა რამეზეც, თუ კიდევ რა ამოვიკითხეთ ილიას წერილებიდან?
გაზეთის წინა ნომრებში გვაქვს ლაპარაკი ამ თემებზე, მაგრამ გამეორება ცოდნის დედააო და კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ის მთავარი ეტაპები, რომლებიც უნდა გაიაროს თვითორგანიზებულმა საზოგადოებამ, ეროვნული ზეამოცანა რომ შეასრულოს,
ეროვნული ზეამოცანა კი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს –
დაიცვას დიდი სამეული „ მამული, ენა, სარწმუნობა“. საინფორმაციო საშუალების – გაზეთის მნიშვნელობა უკვე აღვნიშნეთ ზემოთ.
კიდევ რას თვლიდა ილია მნიშვნელოვნად?
თანამოაზრეებს!
ხო, ილიას გზის გასავლელად აუცილებელი პირობა თანამოაზრეებია და ეს სადღა ამოვიკითხეთ? რომელ წერილში?
არა, არსად არ ამბობს ილია, თანამოაზრეები მჭირდებაო, მაგრამ ყველა მის წერილში ეს ხაზი მიდის. და თუკი ადევნებ გონებისთვალს ილიას სიტყვას წერილიდან წერილში, აქაც მიხვედრაა, თუ როგორ უჭირდა ილიას თანამოაზრეების გარეშე.
რა უნდა თქვა, მართლაც, როცა დავით ყიფიანიც კი ვერ უგებდა, როცა ნიკო ნიკოლაძეც აკრიტიკებდა, ექვთიმე თაყაიშვილიც კი, ილიას ყველაზე ერთგული თანამოაზრეც კი, ხშირად ვერ ხვდებოდა ილიას საქციელის მიზანდასახულობას; აკაკიც რო ნაწყენდებოდა ბევრ რამეზე, და რა უნდა თქვა, როცა შვილივით გამოზრდილმა მაჩაბელმაც უღალატა;
რა უნდა თქვა, მართლაც, როცა მის მიერ დაარსებულმა, ნაფერებმა გაზეთმა “ივერიამ” ცილისწამებაზე ილიას პასუხი არ დაუბეჭდა.
და ათასჯერ მეტს შეძლებდა ილია, დრო და ენერგია რომ არ დაეხარჯა და არ ეომა საკუთარ თანამოაზრეებთანაც კი, თავის მოსაზრებების გასატანად.
ომი ჰქვია იმას, რა ძალისხმევაც სჭირდებოდა ჭეშმარიტი აზრის დამკვიდრებაში.
ომობდა, რათა საადგილმამულო ბანკის სადამფუძნებლო კრება დაერწმუნებინა, რომ მის მიერ შედგენილი წესდება მიეღოთ.
ისიც ომი იყო, ამ წესდების ოფიციალურ დამტკიცებას მთელი წელი რომ მოანდომა.
და ის ცალკე ომებია, რომ გაჰქონდა თავისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, ბანკის საქმეებზე, სასწავლებლის თუ სამეურნეო სკოლების დაარსებაზე; წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის, თუ თეატრისთვის დაფინანსების გამოყოფაზეც; და სხვა რამდენ მსხვილმანსა თუ წვრილმანზე რამხელა ენერგიას ხარჯავდა და ამას აკეთებდა მხოლოდ ერთი მიზნით – გაეერთიანებინა ურთიერთდაპირისპირებული საზოგადოება, ისევ და ისევ საზოგადოების საკეთილდღეოდ.
ხო, ომობდა ილია და ამ ომში უმეტესწილად მართლაც მარტო იყო და თუმცა ზემოთ კი ვთქვით, არსად არ ამბობს ილია, რომ ასე უჭირდა-მეთქი, მაგრამ ერთგან დასცდა მაინც.
მაგრამ, მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი,
ის არის მხოლოდ სავალალო და სამწუხარო,
რომ შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში კაცი არ არი
რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი გავუზიარო…

აი, ვსაუბრობთ ახლა თუ რამდენს ომობდა ილია და ამ დასკვნებს ვაკეთებთ იმ ასობით წერილიდან, ილიას შესახებ რომ გვაწვდის უამრავ ინფორმაციას და თუ ადამიანი ასე თავგანწირვით ომობს უამრავი „რაღაცის“ გამო, ესე იგი, ეს ყველაფერი მისთვის მნიშვნელოვანია, არა?
და აბა, რად უნდა აქ აკადემიკოსობა, რომ მიხვდე, თუ რა არის მთავარი ილიას გზაზე?
გითხრათ, რამდენი წერილი აქვს ილიას სათავადაზნაურო ბანკის თემაზე?
13 ძირითადი წერილი აქვს სპეციალურად ამ თემისადმი მიძღვნილი , ხოლო 32 სხვადასხვა წერილში, თუ პირად მიმოწერაში რამდენიმე სტრიქონით მაინც ეხება ბანკის თემას, ყველაზე გასაგები ენით – სწორედ პირად მიმოწერაში.
პირად მიმოწერაში ამბობს იმ სიტყვებსაც, „ მთელი ცხოვრება შევწირეო ბანკს“.
და საიდან ვიცი, რამდენი წერილი აქვს ბანკზე? მაგარი მოცლილი ვარ და დავთვალე.
ვიხუმრე, ხო, მოცლილობაზე.
მაგრამ, როცა საადგილმამულო ფონდს ვაყალიბებდით, გვაინტერესებდა ილიას შეხედულებები ბანკთან დაკავშირებით და მოვიძიეთ მასალები, ბიბლიოთეკაში სწორედ, ინტერნეტში ეს მასალები არ დევს.
სწორედ ბიბლიოთეკაში მომაწოდეს ილიას 40-ზე მეტი სხვადასხვა წერილი ბანკის შესახებ, და მადლობა ბიბლიოთეკის თანამშრომლებს.
აი, სად იცნობენ ყველაზე კარგად ილიას და იცნობენ ნებისმიერ აკადემიკოსზე უკეთ.
გითხრათ საინფორმაციო საშუალებაზე – გაზეთზე- ილიას რამდენი წერილი აქვს?
რამდენ წერილში აქვს ზოგადად გაზეთის დანიშნულებაზე საკუთარი აზრი დაფიქსირებული? – 25 საზოგადო წერილში და 10 პირად მიმოწერაში.
და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაზე, სასწავლებლებზე, სკოლებსა და ზოგადად განათლებაზე ილიას რამდენი წერილი აქვს? –
18 ძირითადი წერილი, ხოლო პირად მიმოწერებს, სადაც განათლების თემას რამდენიმე სტრიქონით მაინც ეხება, ვერ დათვლით.
და თეატრის, ლიტერატურის , და ზოგადად ხელოვნების შესახებ ?
და სოფლის მეურნეობაზე?
მხოლოდ მევენახეობაზე აქვს 10 ძირითადი სტატია.
და ზოგადად ეკონომიკაზე რამდენი?
და ქვეყნის მოწყობაზე?
და პოლიტიკაზე?
და როცა იცი ის ძირითადი თემები, რომლითაც ყველაზე მეტად ინტერესდებოდა ილია, მაინცდამაინც აკადემიკოსი უნდა იყო, რომ მიხვდე, რა უმთავრესი პრობლემების გადაჭრა მიაჩნდა მნიშვნელოვნად ილიას, რომ დაცული და კეთილდღეობაში ყოფილიყო სამეული „მამული, ენა, სარწმუნოება“?
და როცა ამას ხვდები, ძნელი აღარაა მიხვდე, როგორი იქნებოდა ილიასეული პროგრამა, ილიას ის რომ პუნქტებად დაელაგებინა.
დავალაგოთ ჩვენც და უფრო მეტიც – გავათანამედროვოთ, გადმოვიტანოთ ის 21-ე საუკუნეში.
1- თანამოაზრეები.
ანუ ადამიანური რესურსი იმ პროგრამის განსახორციელებლად, რომელიც საჭიროა, რათა განხორციელდეს ეროვნული ზეამოცანა – დაცული იქნას დიდი სამეული „ მამული, ენა, სარწმუნოება“.

2- გაზეთი.
ანუ საინფორმაციო საშუალებები – გაზეთი, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი -საზოგადოებაში ინფორმაციის გასავრცელებად, პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო პროექტების საზოგადოებისთვის გასაცნობად, საზოგადოების თვითორგანიზაციისთვის ბიძგის მისაცემად და საზოგადოების პოლიტგანათლებისთვის.

3- საადგილმამულო ბანკი.
ანუ, ფინანსები, საადგილმამულო ფონდი, სხვადასხვა ფინანსური სტრუქტურები, ისევ და ისევ პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსის შესაქმნელად.

4- წერა-კითხვის გამავრცელებელი ორგანიზაცია.
ანუ, სასწავლებლები, საგანმანათლებლო ცენტრები, პროფესიული ცოდნის და პოლიტგანათლების მისაღებად.

5- თეატრი
ანუ, კინო, ლიტერატურა, მწერლობა, ზოგადად ხელოვნება საზოგადოების სულიერების, ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად და საზოგადოების ეროვნული თვითშეგნების ასამაღლებლად.

6 – და ისევ თანამოაზრეები
ისევ და ისევ თანამოაზრეების გამრავლება საინფორმაციო საშუალებებით, პროექტებით, სტრუქტურებით.
ხოლო სასწავლებლებით და საგანმანათლებლო ცენტრებით ადამიანური რესურსის და საზოგადოების თვითორგანიზაციის ბიძგისთვის აუცილებელი ელიტის შექმნა.
ამ გზით მიდიოდა ილია და მთელი 32 წელი.
წერდა, ასწავლიდა, ლაპარაკობდა, და იმისთვის, რომ საზოგადოებაში ეროვნული სული გაეღვიძებინა და შეემზადებინა ქვეყნისთვის ხელსაყრელი ისტორიული მომენტისთვის, და შეემზადებინა არა საზოგადოების ერთი რომელიმე დაჯგუფება, ან რომელიმე სოციალური ფენა, არამედ მთელი საზოგადოება.
და იქნებ ახლა ვინმეს ჰგონია, რომ ახლანდელი სიტუაცია რაიმით განსხვავებულია 150 წლის წინანდელისგან?
არა, რა თქმა უნდა, საზოგადოება ისეთივე დახლეჩილი, დაპირისპირებული და გაუნათლებელია, როგორც იყო 150 წლის წინ, მტერიც იგივე და ისეთივე გვყავს ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც, თან ათასჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე ილიას დროს იყო.
და ასეთ მოცემულობაში ერთ დღეში, ერთ თვეში, ან თუნდაც ერთ წელიწადში ილია კი არა, ალექსანდრე მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს ხალხს.
მესმის, რომ გვეჩქარება, დრო არ ითმენს, მაგრამ მშობიარობას ვერავინ დააჩქარებს და დღესაც იგივე უნდა გაკეთდეს, რაც ილიას დროს კეთდებოდა.
საზოგადოების შეგნება უნდა შეიცვალოს, მისი ცალკეული ნაწილის კი არა, მთლიანად საზოგადოების შეგნება უნდა შეიცვალოს.
საზოგადოება უნდა მომზადდეს, საზოგადოებაში პოლიტგანათლება უნდა შევიდეს, ახალმა პოლიტიკური აზროვნებამ ფეხი უნდა მოიკიდოს, ელიტა უნდა შეიქმნას.
და ეს უნდა მოხდეს სწორედ იმ გზით, რა გზაც გაკვალეს 150 წლის წინ საქართველოში
დიახ, ვინც ილიას გონების თვალით წაიკითხავს, იმასაც დაინახავს, თუ რა არის ილიას გზა.
ილიას გზასაც დაინახავს და იმ პროგრამასაც, ამ გზის გასავლელად რომ არის საჭირო.
პროგრამასაც დაინახავს და იმ პროექტებზეც ისაუბრებს, ამ პროგრამის შესასრულებლად რომ არის საჭირო;
იმ მექანიზმებზეც – ილიასეული დიდი სამეულის „ მამული, ენა, სარწმუნოების“ დასაცავად რომ არის საჭირო და იმ პოლიტიკურ აზროვნებაზეც, ამ ყველაფრის განსახორციელებლად რომ არის აუცილებელი.
და ვსაუბრობთ ჩვენც, ჩვენი გაზეთის ყველა ნომერში და ვსაუბრობთ ახლაც ილიას გზაზეც, მის გათანამედროვეობაზეც, ვსაუბრობთ ჩვენი საადგილმამულო ფონდის პროგრამაზეც, ილიასეულ წერილებში გამახვილებულ საკითხებზე რომ არის აგებული; ვსაუბრობთ პროექტებზეც, ილიასეული სამეულის დასაცავად საჭირო მექანიზმების – სრულუფლებიანი რეფერენდუმის და დეპუტატის გამოწვევის კანონის დაკანონების აუცილებლობაზე; ვსაუბრობთ ახალ ეროვნულ კონცეფციაზე და ახალ პოლიტიკურ აზროვნებაზეც, ისევ და ისევ ილისეული სამეულიდან – „მამული, ენა, სარწმუნეობა“ რომ გამომდინარეობს და თითქოსდა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვიცით ილია, ვიცნობთ ილიას, მაგრამ…
მაგრამ ეს ყველაფერიც კი არაა საკმარისი, რომ თქვა, რომ იცნობ ილიას,
იცნობ, არა მხოლოდ როგორც საქმისმკეთებელს და ქვეყნის გულშემატკივარს, არამედ როგორც ადამიანს.
და თუკი თვით მის პიროვნებას ვერ შეიცნობ და ვერასდროს მიხვდები იმას, თუ რა აკეთებინებდა საქმეს ილიას.
თუ ვერ მიხვდები, თუ რატომ არ იყო ილია გულგრილი…
და ამას რომ მიხვდე, სწორედ ამიტომ უნდა წაიკითხო მისი პირადი წერილებიც.
მართლაც და, ყველაფერთან ერთად, ქვეყნის სიყვარულთან ერთად ადამიანის, ახლობლის პატივისცემა და სიყვარულიც როგორ უნდა გვასწავლოს ამ ნათელი სულის კაცმა?
წაიკითხეთ, აი, თუნდაც, ეს…

„მინდა იცოდე, რომ განზრახ შენს წყენას, შენს შეწუხებას, თავს მოვიკლავ და არ მოვინდომებ, იმიტომ, რომ ერთადერთი აზრი ჩემი ცხოვრებისა შენა ხარ.
არ მიყვარს ამისთანების თქმა, მაგრამ რა ვქნა, რომ მათქმევინებ ხოლმე.
ღმერთს ჩემთვის ალერსის ნიჭი და უნარი არ მოუცია და როცა მეტი გზა არ არის, რომ ალერსიანი სიტყვა უნდა ვუთხრა ვინმეს, მე თითონ ვწითლდები. გაწითლებას კიდევ გავუძლებდი, სულიერად ვიტანჯები ხოლმე.
ბევრჯერ მეტი სიტყვაც მომივა ხოლმე, ბევრჯერ გუნება ისე მომეშლება, რომ ლაპარაკის თავი არ მაქვს, ბევრჯერ დაფიქრებული და ხმაგაკმენდილი დავეთრევი, უფრო ხშირად არც მოცლა მაქვს და არც ხალისი ხმის ამოღებისა და გართობისა. შენ კი ამას სამდურავის მიზეზად ჰხდი და შენდობის მაგიერ, გულს მიკლავ ხოლმე.
ესეც იცოდე, ჩემო…
როცა მაგისთანები მესმის შენგან, ის დღე ჩემთვის სიკვდილია. ამასაც არ გეუბნები ხოლმე და ვმალავ და აბა, სწორედ ეს ართქმა და მალვაა დიდი ჭირი.
თუ ჩემი სიცოცხლე გინდა, ყურს ნუ ათხოვებ, როცა წარბშეკრული ვზივარ და რაზედმე გულნაწყენი. შენ აქ არაფერ შუაში ხარ და თუ პატარას გაგებუტები ხოლმე, ეგ უნდა მაპატიო და შემინდო, იმიტომ, რომ შენი კარგად და მხიარულად ყოფნა ჩემი კარგად და მხიარულად ყოფნაა.
აბა, დაფიქრდი…
ისეთი რა უნდა მაწყენინო, რომ გულში ჩავიდო და იმავ წამსვე წყალს არ მივცე?
შენ ჩემს სახეს ნუ უყურებ, მარტო ჩემს გულში ჩაიხედე და იქ ნახავ, რამოდენა სიყვარული მაქვს, ჩემო…“

ეს წერილი ილიამ მეუღლეს მისწერა.
რა უნდა თქვა აქ…
ვიცნობთ ილიას?
..
გაზეთი ” საადგილმამულო” #3
რა უნდა თქვა აქ…
ვიცნობთ ილიას?
..
გაზეთი ” საადგილმამულო” #3
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
18 თებერვალი. 2021 წელი.
18 თებერვალი. 2021 წელი.