You are currently viewing ვნახოთ

ვნახოთ

ნაცზე უკეთ არავინ იცის, როგორ ყალბდება არჩევნები.
მაგრამ მას ამის შესახებ საუბარი არ აწყობს, არც მას, არც დანარჩენ პარტიებს.
არავინ მოჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის მთელი პარტიული სისტემა.
ამომრჩეველის ხელოვნურად გაბერილი რიცხვი მართველ პარტიას საშუალებას აძლევს მინიმუმ 500 000 ხმა ქონდეს ჯიბეში, რომელსაც საითაც უნდა იქეთ მიმართავს.
ასეა ნებისმიერი ხელისუფლების დროს.
არჩევნები ყალბდება არა საარჩევნო ყუთებთან, არამედ უკვე არჩევნებამდე.
და მისი შედეგი ამერიკა-რუსეთის ურთიერთშეთანხმებაზეა დამოკიდებული, და გამომდინარე იქედან, თუ რა კონფიგურაცია აწყობს ორივე მხარეს მოცემულ მომენტში.
ასე მოხდა 2003 წელს, ასე მოხდა 2012 წელს, ასე მოხდება წელსაც, ერთი დაზუსტებით.
დღეს პოლიტიკოსები არ მართავენ ქვეყნებს, დღეს ქვეყნებს მართავს მსხვილი ბიზნესინტერესი, პოლიტიკა მხოლოდ კრიშაა.
დიდმა ფულმა არც ამერიკა და რუსეთი, და მით უმეტეს არც ნაცი, და ქოცი არ იცის.
დიდი ფული გარეგნულად დაპირისპირებულების მშვიდობიანი თანაარსებობის პირობაცაა.
შესაბამისად, ყველაფერი უკვე მსხვილი ბიზნესის ინტერესების მიხედვით არის დალაგებული, და საბოლოო სახეს მიიღებს, არა 26 ოქტომბერს, არამედ 27 ოქტომბერს და იქედან გამომდინარე, თუ რა ძალის პროტესტს გამოაგდებენ ქუჩაში, რომ ვაჭრობის ბოლო ეტაპი შედგეს.
ჩემი აზრით, საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რო ქოცი უმრავლესობას დაკარგავს პარლამენტში, ივანიშვილი გარანტიებს მაინც მიიღებს, და დიდი ალბათობით, პრეზიდენტის პოსტსაც.
და ყველა მხარე კმაყოფილი დარჩება, რა თქმა უნდა, უბრალო ხალხის გარდა.
მოკლედ, ვნახოთ,
ახლა უბრალოდ, ჩემი აზრი დავაფიქსირე,
ერთი კვირაღა დარჩა.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა