აი, ეს ბიჭი, ტელევიზორის წინ რომ ზის, 24 წლის გახდა..
ხო, ორი საუკუნის მიჯნაზე დაიბადა,
24 წლის გახდა, მაგრამ რაც ამ ამ ხნის განმავლობაში მოასწრო, გააკეთა, და შექმნა, ბარეორი ასაკოვანი ვერ შეძლებს.
გაიცანით, ვინც არ იცნობს,
ჩვენი ძმა, და მეგობარი, სიტყვის მთქმელი და შემსრულებელი, კარგი მეღვინე, ძალიან კარგი მუსიკოსი, მომღერალი, მსახიობი, თეატრის დირექტორი,
ბევრი კარგი ქართული საქმის გამკეთებელი, ბევრი ეროვნული აქციის მონაწილე, ნამოხვანში, რაჭაში, ქუთაისში, თბილისში,
ბევრი კარგი ქართული პროექტის განმხორციელებელი, და მათ შორის მთავარის, მარტყოფის ისტორიული ველის პირველმოსახლეთა ქომაგი და გულშემატკივარი.
ხო, რავი ხალხო, მე თუ ადამიანის ცნობა მეშლება და,..
მიტომაც ვამბობ,
დაიმახსოვრეთ ეს ბიჭი, რაღა ბიჭი, კაცი, მართლაც ნაღდი ძმა და მეგობარი, და დადგება დრო, და ჩვენ ყველანი ვიამაყებთ, რომ მისი თანამედროვეები ვართ,
და მასთან ერთად საქმეში თუ სუფრასთან რომ ვიყავით, და თუნდაც ერთი ფოტო რომ გვაქვს გადაღებული.
“ კანუდოსის დრამატული თეატრი “ დაბადების დღეს ულოცავს კაცს, ამ საუკუნის პირველ თვესთან ერთად რომ აიდგა ფეხი, და მომავალი საუკუნის პირველი თვეც მისთვის ყველას ერთად, მოგველოცოს.
Guri Chelidze შენ გაგიმარჯოს!
.