
ქურდს რომ კარგად უსმინო, დღეში ასჯერ გატყდებაო..
და ვუსმენთ?
ერთი კვირის წინ “ცესკომ” ამომრჩევლების რიცხვი 3 508 294 დააფიქსირა.
მოსახლეობის რიცხვი კი 2024 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 3 694 600 ადამიანია.
ანუ, მოსახლეობის რიცხვსა და ამომრჩევლების რიცხვს შორის სადღაც 200 000 არის სხვაობა, ხო?
ანუ, ცესკო გვეუბნება, რომ 18 წლამდე ასაკის მოსახლეობა, რომელსაც არა აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, არის 200 000 ?
ხო, ცესკო ამას გვეუბნება.
მაგრამ აი, ახლა ყურადღება !
საქსტატის მონაცემებით ზუსტად 881 583 გვყავს 18 წლამდე ასაკის.
და მაშინ, სად გააქრო ცესკომ 600 000 -ზე მეტი ბავშვი?
უცხოპლანეტელებმა წაიყვანეს?
აბა, რა ხდება?
მოსახლეობის და 18 წლამდე ასაკის რაოდენობას ვერავინ გააყალბებს,
ისევე როგორც საპენსიო ასაკის მოსახლეობის რაოდენობას.
ამ ციფრებზე მთელი ეკონომიკა და ბიუჯეტია აგებული, და სხვადასხვა სამინისტროს უამრავ დოკუმენტშია დაფიქსირებული,
აი, ამომრჩეველთა რაოდენობას კი “ცესკო” მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ, არჩევნების წინ გვიცხადებს, და არჩევნების ჩავლის შემდეგ ამ რიცხვს არც არავინ გაიხსენებს.
და მოდით, ჩვენ მაინც ვიკითხოთ კიდევ ერთხელ.
თუ “ცესკოს” მიერ გაცხადებული ამომრჩეველთა საერთო რიცხვი სწორია, სად გაქრა 600 000-ზე მეტი ბავშვი?
ხვდებით, ხო?
დიახ, ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა სიებია გაბერილი, და ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 600 000 ხმა ჯიბეში უდევს მართველ ძალას, და საითაც უნდა იქით გადაანაწილებს.
და ეს ასე იყო მუდამ, შევარდნაძის დროსაც, ნაცების დროსაც, და ასეა ქოცების დროსაც.
არჩევნების გაყალბება საარჩევნო ყუთებთან არ ხდება, არჩევნები უკვე არჩევნებამდეა გაყალბებული.
ამ ქვეყანაში ხელისუფლებები მხოლოდ ამერიკა-რუსეთის გარიგების შედეგად იცვლებიან.
სწორედ ამ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ურთიერთშეთანხმებით იდება არჩევნებში მონაწილე მსხვილი პარტიების პროცენტები.
და ეს იცის ყველა პარტიამ,
რიგით პარტიულებმა თუ არა, პარტიის სათავეში მყოფებმა მაინც იციან, და თამაშის ასეთ წესებზე თანახმა არიან.
ამ სისტემას ყველა კოსტუმივით ირგებს მხრებზე, და ამის შესახებ რო ხმა ამოიღონ, იმ ტოტს მოჭრიან რომელზეც სხედან.
რა თქმა უნდა არჩევნების მეორე დღეს ოპოზიციას უფლება აქვს იხმაუროს , გამოვიდეს აქციებით, და თქვას რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ არავინ იტყვის ნამდვილ მიზეზს, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები.
ასეთი ხმაურიც თამაშის წესებშია.
და ახლა გეტყვით ყველაზე მთავარს.
რაც არ უნდა დაამტკიცო დოკუმენტურად, თუნდაც ფაქტებით, ვიდეო და ფოტომასალით, რო არჩევნები მართლაც გაყალბდა, “ცესკო” არჩევნების შედეგს ვერ შეცვლის,
რადგან კანონმდებლობით ამის უფლება არა აქვს!
და აბა, მაშინ რა აზრი აქვს ხმაურს?
და არჩევნებს რაღა აზრი აქვს?
იმისთვის მართლაც არაფერი, ვინც ხმის მისაცემად მიდის,
აი, პარტიებისთვის კი აზრიც აქვს და მეტიც აქვს.
რადგან, კანონის მიხედვით წაგების და მოგების მიუხედავად არჩევნებში მონაწილე პარტიებს, ვინც კი 1% ბარიერს გადალახავს, სახელმწიფო აფინანსებს,
და თვეში 30 000 ლარიც არაა პატარა ფული, ხო?
ხო, კარგი რამეა მათემატიკა.
მაგრამ არა იმისთვის, ვინც 4 წელიწადში ერთხელ საარჩევნო სპექტაკლზე მიდის და ეს ჰგონია დემოკრატია,
და ვისაც 30 წლის გამოცდილებამაც ვერაფერი ასწავლა,
და ვინც ვეღარ მიხვდა, რომ იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვის ირჩევ, არამედ იმას, – თუ როგორ ირჩევ.
დიახ,
9 წელი ერთი მანიაკი რომ მართავდა ქვეყანას, და 12 წელი მეორე მანიაკი რომ მართავს, ვეღარ უნდა მიხვდე, რომ არჩევის ის წესი უნდა შეცვალო, მუდამ მანიაკები რომ მოჰყავს ხელისუფლებაში?
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)