
მეგობრებო, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა ” საადგილმამულო ფონდის” გამოკითხვაში.
გამოკითხვის მიზანია, გაირკვეს რამდენად არის საზოგადოება მზად, მიიღოს სახელმწიფო მართველობის უპარტიო სისტემა.
დიახ, პარტიებმა თავისი დრო მოჭამეს, და საზოგადოების განვითარების შემაფერხებელ მექანიზმად გადაიქცნენ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.
თავისი ისტორიის განმავლობაში სისხლის ზღვები დააყენეს პარტიებმა.
ომები, შიმშილობები, რევოლუციები, უმუშევრობა, სამოქალაქო დაპირისპირებები, ფაშიზმი, კომუნიზმი, ეკონომიკური კრიზისი, მიგრაციები, გლობალიზმი, ეს ყველაფერი ავტოკრატიული სისტემების დასაყრდენის – პარტიების ხელისშეწყობით ხდებოდა, ხდება, და მოხდება კიდევ.
პარტიების მეშვეობით მართავენ გლობალისტები პროცესებს, – პარტიების მეშვეობით მოაწყვეს კოვიდტერორი, პარტიების მეშვეობით ხდება მსოფლიოს ახალი გადანაწილება, და პარტიების ხელისშეწყობით მიგვიყვანენ ციფრულ ფულამდეც, და ციფრულ ბანაკებამდეც.
სახელმწიფოს მართველობის პარტიული სისტემა უნდა დასრულდეს.
ქვეყანას მხოლოდ დამოუკიდებლი, უპარტიო პროფესიონალები უნდა მართავდნენ.
შესაბამისად ილიასეული “უპარტიო საქართველო” ახალი ეროვნული იდეა უნდა გახდეს.
არ არის ეს ამოცანა განუხორციელებელი, როცა იცი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, და როგორ შეიქმნას ის ადამიანური და ფინანსური რესურსი, რომელიც ამ ყველაფერს შეძლებს.
სახელმწიფო მართველობის უპარტიო სისტემაზე გადასასვლელად არის სწორედ საჭირო, რომ პირველ ეტაპზე მოეხსნათ პარტიებს სახელმწიფოსგან დაფინანსება, და ეს საარჩევნო კოდექსში უნდა აისახოს.
შემდეგ კი საარჩევნო კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება, და დაკანონდეს დეპუტატის ვადამდე გამოწვევის მექანიზმიც, რომლის შემდეგ უკვე პარტიების ოლიგარქებისგან დაფინანსების აკრძალვასაც მივაღწევთ, და საბოლოოდ იმასაც, რომ პარტიებს საერთოდ აეკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა.
“უპარტიო საქართველოს” იდეის განსახორციელებლად საჭირო მექანიზმების დაკანონების აუცილებლობა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს გამოკითხვაც.
20 მილიონი იხარჯება პარტიებზე ყოველწლიურად, და საერთოდ, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, – არ მოგწონდეს პარტია, მავნებლად მიგაჩნდეს და ბიუჯეტიდან, ანუ საკუთარი ჯიბედან აფინანსებდე.
გთხოვთ, უპასუხოთ კითხვას კომენტარებში მოკლედ – “დიახ”, ან “არა”,
ყოველგვარი განზოგადების გარეშე.
და მიუთითოთ ქალაქი, სადაც ამჟამად ცხოვრობთ, მიუთითოთ თქვენი პროფესია, და გააზიაროთ და გაავრცელოთ ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ.
მადლობა, მონაწილეობისთვის.
.
“საქართველოს საადგილმამულო ფონდი”
04.09.2023
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)