You are currently viewing თეატრი!

თეატრი!

თეატრი !
იმაზე კი ნუ ჭორაობთ, ვის მოხსნიან კიდევ,
ან ვის დანიშნავენ დოიაშვილის მაგივრად,
იმაზე ვისაუბროთ, ჩვენ ვის და როგორს დავნიშნავთ მალე კულტურის მინისტრად,
ხო, ასეთი მიდგომა უნდა იყოს, ასეთი განწყობა,
“დუხით” რომ მიაწვები, იქეთ რომ მიაწვები, ჟილკით, მოწინააღმდეგემ რომ იფიქროს, რომ მისი საქმე წასულია.
ასე უნდა ვისაუბროთ,
და საერთოდ, იმაზე უნდა ვისაუბროთ, როგორ შევცვლით თეატრს, როგორ გადავაქცევთ ქართულ თეატრს, მართლაც ქართულ თეატრად.
სწორედ ისეთად, როგორიც სურდა სანდრო ახმეტელს.
ამაზე ვისაუბროთ ტელევიზიებში, ამაზე ვისაუბროთ აქციებზე, ამაზე გავაკეთოთ აქცენტი, მომავლის გეგმებზე, მომავლის ნაბიჯებზე, და ხალხიც დაინახავს, რომ გამარჯვების გვწამს, და ისინიც კი გადმოვლენ პროტესტის მხარეზე, ვინც აქამდე თავს იკავებდა.
სწორედ ასეთი მიდგომა უნდა იყოს, ასეთი განწყობა,
ეს არის სწორედ გამარჯვების ფორმულა,
გასაგებია, რომ ამის შესახებ არ ასწავლიან თეატრალურში.
მაგრამ დიდი და კლასიკოსი დრამატურგების პიესებიდან, და სპექტაკლებიდან, რომელსაც ვდგამთ, და რომელშიც ვთამაშობთ – რაღაც დასკვნები ხომ უნდა გავაკეთოთ.
არის იქ ყველაფერი, ომზეც და მშვიდობაზეც.
.
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა