You are currently viewing “თქვენ, პატივცემულებო..”

“თქვენ, პატივცემულებო..”

გუშინ ერთი პარტიული ორგანიზაცია დამიკავშირდა, და რეფერენდუმზე ერთობლივი განცხადების გაკეთება შემომთავაზა,.
აი, ძალიან ბევრი ახმაურდა ამ ბოლო წლებში ამ თემებზე, მაგრამ გააჩნია ხომ ვინ ხმაურობს?
უარი ვუთხარი, და ძალიან გაუკვირდა, უარი რომ ვუთხარი.
უცნაურია, კაცს თავი პოლიტიკოსად მიგაჩნდეს, და არ კითხულობდე, და არ იცოდე ბოლომდე იმ ადამიანის შეხედულებები, ვისთანაც ალიანსი გინდა, და თან ცდილობდე გამოიყენო პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად და მომავალი არჩევნებისთვის?
თავი რომ დავანებოთ ჩემს განცხადებებს და უამრავ აქციაზე გამოტანილ ლოზუნგს უპარტიო საქართველოს შესახებ, და რომ არაფერი ვთქვა საადგილმამულოს პროექტებზე, უპარტიო საზოგადოების ფორმირებისკენ რომ არის მიმართული,
წლებია ვაფიქსირებ იმასაც, რომ გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის შემდეგ, ყველა ხელისუფლება იყო და არის დღემდე უკანონო და არალეგიტიმური,
შესაბამისად, ასეთი ხელისუფლებების მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა არის სისტემური დანაშაულის გაპრავება, და მეტიც, უზნეობა.
და რაც არ უნდა კარგი იდეა იყოს, თუნდაც რეფერენდუმის უფლების დაბრუნების თემა, რატომ ჰგონია ვინმეს, რომ პარტიულ ორგანიზაციებთან გავერთიანდები ოდესმე, და თან დღევანდელი საარჩევნო სისტემის შემთხვევაში?
მერე მეორე,
შეიძლება პარტიის რიგითი წევრი ვერ ერკვეოდეს პოლიტთემებში, მაგრამ პარტიის ლიდერმა მაინც ხომ უნდა იცოდეს, რომ დღეს, არჩევნებში მონაწილეობა არა მხოლოდ უზნეობა და სისტემურ დანაშაულში მონაწილეობაა, არამედ წინასწარ გაყალბებული არჩევნების შედეგების გაპრავებაცაა?
პარტიის რიგითმა წევრმა, თუ არა მისმა ლიდერმა მაინც ხომ იცოდეს რომ არჩევნები მუდამ ხელოვნურად გაზრდილი საარჩევნო სიით ტარდებოდა და ჩატარდება მომავალშიც.
ამის გარდა ყველა ხელისუფლება იყენებს იმ ემიგრანტების ხმებს , რომელთაც უბრალოდ არა აქვთ საშუალება არჩევნებში მონაწილეობისა.
და ამ გარემოების წყალობით და იმ პირობებში, რომ არჩევნებს ატარებს მმართველი პარტიის და ქვეყნის გარე ძალების მიერ კონტროლირებული “ცესკო” , ხელისუფლებას ჯამურად მინიმუმ ნახევარი მილიონი ხმა მაინც აქვს ჯიბეში, რომელსაც როგორც უნდა ისე გამოიყენებს.
დიახ, დღეს არჩევნები ყალბდება ცესკო-ში და არა საარჩევნო ყუთებთან.
ამერიკაში, რუსეთში და ჩინეთში ყალბდება არჩევნები, და საქართველოში ხომ წარმოგიდგენიათ, რაც ხდება.
დიახ, ამ 30 წლის განმავლობაში საქართველოში ხელისუფლება იცვლება არა არჩევნების მეშვეობით, არამედ ამერიკა – რუსეთის შორის გარიგებებით, და მსოფლიო ფინანსური წრეების ინტერესების გათვალისწინებით.
ხო, ეს ყველაფერი შეიძლება არ იცოდეს პარტიის რიგითმა წევრმა, მაგრამ პარტიის პირველმა პირმა ხომ უნდა იცოდეს?
თუ არ იცის, მაშინ რა უნდა პოლიტიკაში?
თუ იცის და მაინც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას , ან უკვე გარიგებულია სისტემასთან , ან სისტემასთან ვაჭრობის იმედი აქვს.
ხო, იმის იმედი აქვს, რომ სისტემას საკუთარ სამსახურს შეთავაზებს პარლამენტში მოხვედრის სანაცვლოდ, ამისთვის ხმაურობს, ამისთვის სჭირდება რეფერენდუმის თემაც.
სხვა ვარიანტი აქ არ არის,
და თუ არ არის სხვა ვარიანტი, მე რას მთავაზობს?
შენს პრინციპებს შეეშვიო, ?
თქვენ, პატივცემულებო, კარგად ხომ ხართ?
.
Subscribe
Notify of
guest


0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა