You are currently viewing თხას უთხრეს, მგელი მამკვდარა

თხას უთხრეს, მგელი მამკვდარა

რამ გამახსენა და, რო სხედან ახლა ტელევიზიებში ე, ჩემის ტრულაილა პარტროჟები, და რო ანალიტიკოსობენ, და უხარიათ, დაჭამეს ერთმანეთიო.
და მერე თხას, რა? – ეშველება,?
პრიკოლია ისიც, თორიას კასრის ვირთხებმა, სხვა ვირთხების ტყავის დასახევად, 4 ოქტომბერს ქუჩაში გამოსული 100 000 კაცი რომ გამოიყენეს.
ხალხის მასობრივად გამოყენების მეტი რა მინახავს,-
ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოველი არჩევნები გრუპავუხა და ხალხის მასობრივი გაუპატიურებაა,
მაგრამ ხალხის პროტესტი გამოეყენებინოთ ვირთხებს სხვა ვირთხების შესაჭმელად, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში.
როცა პირიქით უნდა ყოფილიყო – 100 000 კაცის შეძახილზე, ყველა ვირთხა უნდა გაქცეულიყო კასრიდან.
მაგრამ, სიბერემდე სიქაჩლეო, ასეა, ხო, თხის საქმე.
ხოდა, კი არ უნდა უხაროდეს, უნდა უტყდებოდეს, ვირთხა რომ დაკლეს, და ზედ რომ წააკლეს.
მინდოდა, კიდევ გამოსავალზეც და სიქაჩლის წამალზეც რაღაცის თქმა.
მაგრამ თხა და გიგოს ამბავიც გამახსენდა, და აქ დავსვამ წერტილს.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა