You are currently viewing იმედი, მაქვს

იმედი, მაქვს

რადგანაც მშვიდობით გადავრჩით, ერთსაც ვიტყვი..
საცოდაობა იყო, რაც ხდებოდა ეს დღეები რუსთაველზე.
იყო გულწრფელობა, იყო მამაძაღლობაც, მაგრამ ჯამში დიდი საცოდაობა იყო.
საცოდაობაა ის, ქუჩაში თავების დათვლას რომ მიგვაჩვია სისტემამ,
თითქოს ეს იყოს მაჩვენებელი, სინამდვილეში რას ფიქრობს მთლიანად მოსახლეობა.
30 წელი ამ ქუჩური ძიძგილაობით გვართობენ.
და იმიტომ, რომ რეფერენდუმზე არ მოვითხოვოთ თავების დათვლა,
იმიტომ, ხო, რომ არ გაგვახსენდეს, კანონის რეფერენდუმით მიღების და გაუქმების უფლება რომ წაგვართვეს ჯერ კიდევ 30 წლის წინ.
რომ არ მივხვდეთ, კონსტიტუციის მიხედვით, მონღოლეთში რომ ვცხოვრობთ ისევ.
საცოდაობაა, ხო, რომ ვერ ხვდება ხალხი, რომ კარგი ხელისუფლება არ არსებობს, და რომ ვერ ხვდება, რა უნდა მოითხოვოს, კიდევ 30 წელი რომ არ ვირბინოთ ქუჩაში, და ერთხელ და საბოლოოდ რომ დამთავრდეს აქციები ჯოს, ჯოს ძახილით, და მართლაც ცივილიზებულად რომ გადაწყდეს ნებისმიერი პრობლემა.
იმედია, აი, ეს თაობა მაინც მიხვდება რაიმეს,
ეგაა, მე მოვრჩი ამ თემებზე,
წინ დიდი კვირაა, და არ ეკადრება პოლიტნაგავის მიყრა ნაღდად,
მშვიდობა მოგვცეს ღმერთმა ყველას.
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა