You are currently viewing იმედი მაქვს მაინც

იმედი მაქვს მაინც

თავს ნუ იკატუნებთ, ახლა, ვინც იძახით, არავის ილუზია არ გვქონდა, და არ გვჯეროდა დეკლარაციას წაიკითხავდნენ თუ არა, ქოცი რომ ეგრევე ჩამოიშლებოდაო.
ილუზია გქონდათ სწორედ, დაგაჯერეს სწორედ,
დაიჯერეთ, რომ ბურჭულაძეს და მის სხადნიაკს დალაგებული ქონდა ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებთან ყველაფერი,
და ყველა ელოდით, რომ გდდ და სპეცნაზის დიდი ნაწილი ეგრევე ხალხის მხარეზე დადგებოდნენ.
ამ ილუზიას შეუწყო ხელი შაიშმელაშვილმაც, ამერიკიდან განცხადებებით, და ახლა აღარ მიკვირს, როგორ მოახერხა შაიშმელაშვილმა ასე მარტივად გაქცევა ამერიკაში, და ესეც რომ კგბ-ს თამაში იყო.
უფრო მეტსაც ელოდით ალბათ, – ელოდით, ვისი გვარებიც ჩამოთვალეს, იმ ექვსივე კაცს ბორკილებდადებულს რომ მოუყვანდნენ ბურჭულაძეს.
და ალბათ არც კი გაგიკვირდათ, იმ ექვს კაცში პირველ ნომრად კობახიძე რომ დაასახელეს და არა ივანიშვილი.
მადამ ზურაბიშვილი რომ გარტყმაში არ იყო თემასთან, მეტიც, წინააღმდეგი რომ აღმოჩნდა, და მის გარეშე რომ აზრი არ ქონდა ათონელზე გასვლას, – არც ეს გაუკვირდა არავის.
ხო, ექვსივე დასახელებულს რომ გაკოჭილს მოგიყვანდნენ მოედანზე, და ფეხებთან დაიგორებდით- ამას ელოდით ყველა.
და ამის მაგივრად, ათონელის სასახლისკენ გაიქეცითო, რომ გითხრეს, პირდაღებული დარჩით ყველანი.
სწორედ ამ დროს უნდა გამოჩენილიყო ვინმე, ვინც სხვას კი არა, თვითონ ბურჭულაძეს და ზოდელავას გაკოჭავდა, და პროცესების მართვას აიღებდა თავის თავზე,
მაგრამ რადგანაც არც ეს მოხდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს –
რომ საზოგადოების უმრავლესობა თავის ბუნებით ობივატელია, და ობივატელი მიტომ არის ობივატელი, რომ მუდამ სხვისი მოიმედეა, და მუდამ ის სურს, მის მაგივრად სხვამ იფიქროს და სხვამ გააკეთოს საქმე.
ამ იმედის გამო იდგა აბსოლიტური უმრავლესობა გუშინ მოედანზე.
ამ იმედის გამო დაიჯერეთ, რომ ერთ დღეში ყველაფერი დამთავრდებოდა.
ასეთი იმედების გამო, – რომ სხვა გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს, – აძლევთ ხმას მთელი 30 წელი გადამგდებ პარტიებს, დახავსებულ პოლიტნაგვებს და ფულის ტომრებს, – იჯერებთ მათ დაპირებებს და არც არასდროს არ მოგდით თავში აზრი, ის მექანიზმები რომ დაიკანონოთ, რომლითაც შეგეძლებათ თქვენს მიერ არჩეული მთელი 4 წელი გააკონტროლოთ, და რომც არ უნდოდეთ, საქმე მაინც რომ გააკეთებინოთ.
და ამით თქვენც პირადად მიიღოთ მონაწილეობა სახელმწიფოს მართველობაში.
არ გინდათ, პასუხისმგებლობის გრძნობა რომ გაგიჩნდეთ,
ანუ, რომ აღარ იყოთ ობივატელი, – არ გინდათ.
არც კი საუბრობთ ამ მექანიზმებზე, არც კი განიხილავთ, არც კი იცით ბევრმა, რომ ასეთი მექანიზმები არსებობს,
და ამიტომ დადიხართ მუდამ ერთი და იგივე წრეზე მთელი 30 წელი და პოლიტნაგვების შეძახილზე.
და კიდევ დიდხანს ივლით.
რადგან არ იცით, ანგელოზიც რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, კონტროლის გარეშე ისიც კი გათახსირდება.
არ იცით!
და არც ის იცით, რომ ვინც ამ თემებზე არ გესაუბრებათ, მას არასოდეს რომ არ უნდა ენდოთ, რასაც არ უნდა დაგპირდეთ.
არ იცით, და ამიტომაც გიღალატეს გუშინ კიდევ ერთხელ პოლიტიკოსებმა და პარტიებმა, და ამიტომაც მოგიწოდებენ დღესაც, რომ დამნაშავე არ ეძებოთო,-
რომ სხვა დროს კიდევ გიღალატონ.
დამნაშავეც უნდა ეძებოთ, და მიზეზებიც.
და რომ სხვა ყველაფერზე საუბარი, არის უბრალოდ ქაქანი, თავის მოტყუება და მეათეხარისხოვან თემებზე ყურადღების გადატანა, და იმ დროის დაკარგვა, რომელიც უბრალოდ არ გაქვს.
სიმართლე არის ეს!
და მაინც, მინდა იმედი დავიტოვო, რომ ეს ერთწლიანი პროტესტი იმშობიარებს და დაბადებს რაღაც ძალას, რომელიც ბოლოსდაბოლოს მიხვდება, რა უნდა ქნას და რა უნდა გააკეთოს.
იმედი მაქვს, მაინც..
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა