You are currently viewing იმედი, მაქვს, ხო..

იმედი, მაქვს, ხო..

ისევ ქოცის შეცდომის იმედზე თუ დავდგებით,
ნაღდად მიქარა, რომ ჩათვალა, უკვე ყველა ყველაფერს შეეგუაო,
ქოცი კი არა, აგერ, ლამის მეც ვიფიქრე, ის გოგობიჭები გასული წლის მარტის თვეში რუსთაველზე არსაიდან რომ გაჩნდნენ, ხო არ მომეჩვენა მეთქი,
უცხოპლანეტელებმა ხო არ ჩამოსვეს დროებით, და მერე ისევ უკან ხომ არ წაიყვანეს მეთქი.
მადლობა ღმერთს, რო არა..
და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ახალგაზრდობა ქუჩაში გამოდის აშკარად თვალში საცემი გამაღიზიანებელი ფაქტორის გამო, და ფეხებზე კიდია შიგასისტემური და პარტიული ომები.
აბა, ბიჭო, ამ ნოემბრის სიცივეში, გაყინულ წყლის ჭავლს გვარამიახაზარაძეს გამო შეუშვერს ვინმე თავს, მეტი საქმე არა აქვთ.
და მართლაც საცოდაობა იყო პარტიების მცდელობები, სათავეში მოქცეოდნენ ხალხს.
ჟურნალისტები კიდევ უფრო საცოდავები, მიზანმიმართულად რომ უსვამდნენ ხაზს პარტიულების აქციაზე ყოფნას.
ზურაბიშვილის მთავარსარდლობაზე ნამიოკები კიდევ უფრო საცოდაობა, და მამენტ, კომიკურიც.
ჰკიდია ხალხს, ცხადია ეს პარტიული თამაშები.
დამოუკიდებლობის დასაცავად იდგნენ იქ გოგობიჭები.
არ უნდათ არა, რუსეთი!
არც ჩვენ გვინდა.
მოკლედ,
სისტემამ აშკარად დაუშვა შეცდომა, რომ იჩქარა, დაარღვია კონსტიტუცია, და განცხადება გააკეთა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე,
ეს მართლაც წითელი ნაჭრის აფრიალება იყო ხარისთვის,
და შეიძლება არ იყოს მთლად საკმარისი მრავალჯერადი ტალღის ასაგორებლად, მაგრამ ნიშანი ნამდვილად არის იმისა, რომ ჯერ კიდევ ვართ საზოგადოება.
იმედი მაქვს, ხო, რომ ვართ.
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა