შეიძლება ვინმემ თქვას, ახლა ამის დრო არ არისო,
მაგრამ არ მჯერა მე ამ დოიაშვილის, წულაძის, და მით უმეტეს ვარსიმაშვილის არ მჯერა, წულუკიანის ამ ვაზელენის.
რობიკოპმა სტურუამ და გოგია მარგველაშვილმა როგორადაც ჩაისვარეს კი ვნახეთ, მაგრამ ვინც პროტესტანტის ნიღაბი მოირგო და რატომაც მოირგო ესეც უნდა დავინახოთ.
ზოგადად რიგითი მსახიობების გულწრფელობაში ეჭვიც არ მეპარება,
თეატრების აჯანყებული ხელმძღვანელების არ მჯერა, მეთქი, ამას ვამბობ.
არ მჯერა, იმიტომ რომ მთელი 30 წელია დუმდნენ.
დუმდნენ აგერ, ახლახან, კოვიდტერორის დროსაც.
ჯარიმების შიშით მაყურებელს საერთოდ რომ არ უშვებდნენ თეატრში, მაშინ, როცა პარტიული ყრილობები ხალხით გადაჭედილ დარბაზებში იმართებოდა, და კოვიდმამები კი რესტორნებში კრამიტებით სვამდნენ ღვინოს.
რა,? თეატრი მაშინ ვერ ხვდებოდა, რაც ხდებოდა?
დღეს მაინც, ხომ გაიგეს?
და არ უტყდებათ, ძალადობას რომ გაუწვნენ მაშინ?
რატომ იყვნენ ჩუმად სხვა დროსაც?
რუსთაველის თეატრი რომ ფულის ტომრებს დაუთმეს ხინკალფართისთვის, რად არ ამოიღეს ხმა?
ეს არ არის ყველა თეატრალის შეურაცხყოფა?
რუსთაველისვე თეატრის სცენიდან რომ ახმეტელს და ილიას აგინეს თეატრის ჭორიკნებმა, ეს არ იყო ყველას შეურაცხყოფა?
ანდა, არ იყო ადრე მიტინგების დარბევები?
ანდა, მიწებს, წიაღისეულებს, და სტრატეგიულ ობიექტებს არ ყიდდნენ კაპიკებში უცხოელებზე?
საოკუპაციო ზოლიდან არ იტაცებდნენ ჩვენს მოქალაქეებს?
თუ სასამართლო არ იყო აქამდე უსამართლო?
თუ ბანკები არ გვძარცვავდნენ?
თუ საყდრისი არ აგვიფეთქეს,?
თეატრი ასეთ თემებზე არ უნდა საუბრობდეს?
აბა, რისი მაქნისია მაშინ თეატრი?
ადამიანს დაანახოს თუ რა ჩასვრილი მაიმუნია,?
თუ პირიქით, უნდა უთხრას რომ მას შეუძლია, და ვალდებულია კიდეც, სისტემას ეომოს?
რატომ არ ამბობდნენ მთავარ სათქმელს აქამდე?
ამიტომ ვთქვი, და კიდევ გავიმეორებ –
არ მჯერა მე იმ სპარტაკის აჯანყების, ვინც ერთხელ მაინც შეეგუა მონობას.
ასეთი ვერც ვერასოდეს შეცვლის სისტემას,
და თუ აჯანყდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა უნდა დაიმონოს.
.

იმ სპარტაკის დედაც…
Subscribe
Login
0 Comments