You are currently viewing ინტერნეტარჩევნები

ინტერნეტარჩევნები

ჩვენი პასუხი უნდა იყოს – ინტერნეტარჩევნები!
ინტერნეტარჩევნები, ახალი საარჩევნო კოდექსით, და მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით.
რატომ ინტერნეტარჩევნები?
ცხადია, ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება ქოცი.
და თითქმის 2 მილიონამდე ამომრჩეველი წინდაწინ ჩახსნა.
რა თქმა უნდა, 2 მილიონი ემიგრანტი ვერ შეძლებს საქართველოში დაბრუნებას არჩევნებისთვის.
და როცა უცხოეთში საელჩოების ტერიტორიებზე კრძალავ საარჩევნო ყუთების გახსნას, ეს ნიშნავს, რომ ემიგრაციას ხმის უფლებას ართმევ.
რასაც ახლა აკეთებს ქოცი, მართლაც წარმოუდგენელი უნამუსობაა, – ემიგრაციის მიერ გამოგზავნილი მილიარდების წყალობით ივსება ბიუჯეტი, და იღებენ ხელფასებს ჩინოვნიკები.
ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი, და შემდეგ მიმოქცევაში გაშვებული ფულიდან გადახდილი გადასახადების წყალობით გაიცემა პენსიები, და სოციალური დახმარებები.
ფაქტიურად ემიგრაციაზე დგას მთელი ეკონომიკა, და ესენი ემიგრაციისთვის ხმების ჩამორთმევით, ემიგრანტებს ეუბნებიან ადამიანები არა ხართო, და ხმის უფლება არაფერში გჭირდებათო?
გასაგებია, ემიგრაციას ვერ აკონტროლებენ.
კიდევ ერთხელ ვიტყვი,
რადგანაც ქოცმა ეს ნაბიჯი ახლა გადადგა, ეს ნიშნავს რომ ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება, და ამ გზით პარლამენტში იმ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება სურს, რომელიც საშუალებას მისცემს შეცვალოს კონსტიტუცია, ამოიღოს ევროინტეგრაციის შესახებ 78-ე მუხლიც, და რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების დასადებად მოემზადოს.
ამიტომ უნდა ვიჩქაროთ ჩვენც, და ალტერნატიული ინტერნეტარჩევნები უნდა ჩავატაროთ.
აი, კიდევ ერთი მიზეზი იმისთვის, თუ რატომ უნდა შედგეს სამუშაო ჯგუფი,
1-ამ ერთი წლის განმავლობაში რუსთაველზე პროტესტში მონაწილე უპარტიო მარშების,
2- პოლიტპატიმრების ოჯახის წევრების,
3- დამოუკიდებელი პროფკავშირების,
4- და ხალხის გვერდით მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლებისგან
და უნდა დავიწყოთ მზადება ალტერნატიული ინტერნეტარჩევნების ჩასატარებლად,
რომლის შემდეგების მიხედვით დაკომპლექტდება დროებითი ტექნიკური მთავრობა,
და შემდეგ კი ისევ აქციები, მრავალრიცხოვანი აქციები სანამ ორხელისუფლებიანობა არ დამთავრდება პროტესტის სასარგებლოდ.
ძნელია?
ძნელია , ვინც ჩამოვთვალე იმ ხალხის შეკრება ?
ძნელია ორისამი პროგრამისტის მოძებნა, ვინც იმ აპლიკაციას დაწერს, რომლითაც ჩატარდება ინტერნეტარჩევნები?
რომელშიც დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას 2 მილიონამდე ემიგრანტიც, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყვნენ ისინი,
ძნელია იურისტების და კონსტიტუციონალისტების მოძებნა, რომ საარჩევნო კოდექსში შესწორება შევიტანოთ?,
რომ არჩევნები მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ჩატარდეს და პარტიული სიების გარეშე?
ძნელია, ასეთი არჩევნების შედეგების მიხედვით დროებითი ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება?
რომ პროტესტს გაუჩნდეს წარმართველი ძალა, და სახელი და გვარიც,
და დასავლეთსაც რომ გაუადვილდეს ინტერნეტარჩევნების შედეგებისთვის ლეგიტიმაციის მიცემა.,
ძნელია, ეს ყველაფერი?
აბა, იოლი ლობიოს ჭამაოო, – კი გვითხრა ერთმა.
და მოგენატრებათ მამათი, დედა რო მოვხან ამათიო, – მეორემ.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა