ისევ და ისევ მივმართავ ამ სივრცეში ყველა ჩემს მეგობარს.
ჩემს კედელზე ისეთი უცხო არ შემოდის, ვინც არ იცის ჩემი პოზიცია წლებია რომ ვაფიქსირებ ამ სოცქსელში, და ილიასეული იდეის – უპარტიო საქართველოს – გავრცელებას და დამკვიდრებას რომ ვცდილობ საზოგადოებაში.
და შესაბამისად, რადგანაც იცით, ვფიქრობ რომ მეტნაკლებად იზიარებთ ამ ჩემს პოზიციას, სხვანაირად ვინ გვაძალებს ერთმანეთის აზრები ვიკითხოთ, არა?
და გამოდის, რომ ბევრი შეხების წერტილები გვაქვს და ძალიან ვუხერხულობ, როცა ერთმანეთს უპირისპირდებიან ჩემს კედელზე.
სჯობს მე დამიწყოთ ლანძღვა, ვიდრე ერთმანეთს.
ხო, მართლაც შეიძლება სხვაობა ჩვენი თაობის ადამიანების შეხედულებებში, მაგრამ ახალგაზრდობასთან დამოკიდებულებაში ჩვენ ყველას ერთი პოზიცია უნდა გვქონდეს.
არ შეიძლება ახალგაზრდების ლანძღვა და გინება.
ახალგაზრდების გინება ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვაგინებთ!
და შეიძლება იმ გოგობიჭების ქცევა, დღეს რომ აქციებზე დადიან, იქნებ ვინმეს უჩენს ეჭვს, რომ მართულები არიანო ვინმესგან, ანდა უფრო უარესი, ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ არიანო, მაგრამ თუკი გესმით ახალგაზრდის ფსიქოლოგია, და მათში მოტივაციის წარმოშობის მექანიზმი, ცუდად მათ უმრავლესობაზე არ უნდა იფიქროს ადამიანმა.
მერწმუნეთ , გოგობიჭების აჟიტირება გულწრფელი ემოციებიდან გამოდის, პლიუს ერთმანეთის ქმედებებიდან, ერთმანეთის წაბაძვის სურვილიდან, ერთმანეთის დასანახად, –
თავგანწირვა გადამდებია ნამდვილად,
ახალგაზრდული რომანტიკული განწყობები დიდ როლს თამაშობს, რადგან ახალგაზრდებს გულწრფელად სჯერათ რომ სამშობლოს იცავენ, და ეს მართლაც ასეა.
იცავენ კიდეც.
გავიხსენოთ ჩვენი თავი მაგათ ასაკში.
ეს განწყობებია მათი აჟიტირებული ქმედებების მიზეზი, და არაფერ შუაშია ნარკოტიკები.
ნარკომანმა, როცა კაიფშია ერთი ჭიქა ცივი წყალიც რომ დალიოს, სახეც რო დაიბანოს, მალევე გამოდის მდგომარეობიდან, და ეს ახალგაზრდები კი საათობით დგანან გაყინული წყლის ჭავლის ქვეშ, და რა წამლის ზემოქმედებაზე შეიძლება საუბარი?
დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ახალგაზრდებისა სრულიად ჯანსაღად, და სრული შეგნებით აფიქსირებს იქ თავის პოზიციას,
ბევრს ვიცნობ ძალიან ახლოს,
მათ შორის ჩემი თეატრის მსახიობებიც არიან,
და მე მჯერა მათი,
საერთოდ მჯერა ჩვენი ახალგაზრდების, ღმერთმა ნუ ქნას სხვანაირად, თორე მაშინ გამოდის, რომ მომავალი საერთოდ არ გვქონია.
თუ ვინმე მტერი ყავს ამ ქვეყანას ეს არის პარტიული სისტემა,
ეს არიან პარტიები, და ჩემი აზრით ჩვენი კრიტიკა და აგრესია სჯობს ისევ ყველა ჯურის პარტიებისკენ მივმართოთ, ნაცი იქნება, ეს თუ ქოცი, თუ მათი განაყოფები.
პარტიული სისტემაა მტერი.
რიგით მოქალაქეებს ერთმანეთში გასაყოფი არაფერი გვაქვს!
.