
მართლა ვერ წამოიდგენდნენ ჩვენი ბაბუები, ბერლინამდე რო ჩავიდნენ, რომ მათ შვილებს და შვილიშვილებს წლების შემდეგ რუსულ ფაშიზმთანაც მოუწევდათ ომი.
ჯერ აფხაზეთში, მერე სამაჩაბლოში,
და ახლა უკვე მთელ საქართველოში, ფაშიზმის დამყარების მცდელობის წინააღმდეგ უწევთ ომი.
და ხელოვნება მიტომ არის ხელოვნება, და ნიჭიც მიტომ არის ნიჭი, რომ საშიშროებაზე მანამდე საუბრობს, ვიდრე რეალობად იქცევა,
აი, ზუსტად ისე, როგორც ეს ამ გენიალურ ფილმში მოახერხეს.
გვაჩვენეს, რომ ფაშიზმი ფაშიზმია, გერმანული იქნება ეს, თუ რუსული.
დიახ, – ფაშიზმი ფაშიზმია, და მნიშვნელობა არა აქვს, ტანკით მოდის, თუ კანონით.
ბომბებით მოდის, თუ ცხოვრების წესით.
დიახაც,
მახარაშვილის ხელი კიდევ ერთხელ უნდა მოხვდეს ფაშიზმს.
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)