You are currently viewing ისევ ჯუჯებზე

ისევ ჯუჯებზე

ისევ ფიფქიაზე და შვიდ ჯუჯაზე ორიოდე სიტყვა..
14 დეკემბერს მართლაც გადავრჩით სისხლისღვრას.
ვიღაცამ ბოლო წამს შეცვალა გადაწყვეტილება და სალომეს და პარტიების და მდინარაძის და მისი სპორტსმენების გასაკვირად “სპეცოპერაცია ნაძვისხე” ჩაიშალა.
ბედისწერას ნუ გამოვცდით.
ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ქოციც და ნაციც ყველაფერზე წამსვლელები არიან,
ორბელიანის სასახლეს უნდა მოვერიდოთ.
29 დეკემბერი იქნება სალომეს და პარტიების კიდევ ერთი მცდელობა ხელში ჩაიგდონ პროტესტის მართვის სადავეები და სახალხო მოძრაობას წაართვან სახალხოობა.
ნუ წამოვეგებით სისტემის მიერ გადმოგდებულ ანკესს.
პროტესტმა რუსთაველიდან ათონელზე არ უნდა გადაინაცვლოს.
ბოროტ ფიფქიას და ჯუჯა გაგების პარტიებს ნუ შევწირავთ მსხვერპლს.
ხომ ვიცით, რომ ქოცი პროვოკაციას აუცილებლად მოაწყობს, და ხო ვიცით, რო ნაცსაც “ორი გვამი” უნდა?
ხომ ვიცით, რომ სიტუაციის დაძაბვა აწყობს რუსეთსაც, და ამერიკასაც ერთდროულად.
ორბელიანის სასახლესთან გამაგრება ისედაც უშინაარსოა, და არ არის არანაირი იდეის მატარებელი, და იქ დგომა სრულებითაც არ ნიშნავს კონსტიტუციის დაცვას.
ყაველაშვილის მსგავსად არც სალომეა ლეგიტიმური, და საერთოდ გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის შემდეგ არც ერთი ხელისუფლება და არც ერთი პრეზიდენტი არ იყო და არ არის ლეგიტიმური.
სალომე მით უფრო უცხო სხეულია ამ ინსტიტუციაში, და მისი ბიოგრაფიის უბრალო გაცნობაც კი საკმარისია გასაგებად, თუ რისთვის შემოაგდეს ეს პაიკი პოლიტიკურ დაფაზე ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს.
და რასაც აკეთებდა მერეც, ესეც გვახსოვს და ვიცით.
და თუ მაინც ვინმე დღეს მის ფიგურას რაიმე დატვირთვას ანიჭებს, შენობა აქ არაფერ შუაშია.
არაა აუცილებელი სალომე მაინცდამაინც ორბელიანების სასახლეში იჯდეს.
სალომე კი არა მეფეები ტოვებდნენ სამეფო რეზიდენციებს, როცა ძმათაშორის სისხლს ერიდებოდნენ,
ჩვენი ისტორიაა ესეც.
წავიდეს, და უქირაონ პარტიებმა სადმე ფართი და სცენ თაყვანი იქ.
მაგრამ საქმეც ისაა, რომ პარტიებს სწორედ ორბელიანის სასახლე სჭირდებათ, და სალომე როგორც ასეთი, ფეხებზე ჰკიდიათ.
წავიდეს, საერთოდ,
არა მხოლოდ ათონელიდან, საქართველოდან წავიდეს და დაგვტოვოს,
სწორედ ისე, როგორც მისმა წინაპრებმა და მენშევიკებმა შეატოვეს საქართველო ბოლშევიკებს.
ხალხი მის გარეშეც და პარტიების გარეშეც დადებს შედეგს!
პროტესტის 30 დღე არის ამის დასტური!
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა