You are currently viewing კაცი, თუ არა ღმერთი ხო ხედავს..

კაცი, თუ არა ღმერთი ხო ხედავს..

დღეს განსაკუთრებულ ადგილას ვიმყოფები – კიევის სოფიის ტაძარში.
ტაძარში, რომელიც წმინდა ბრძოლის ადგილზე აღიმართა.
იქ, სადაც კიევის სლავმა-უკრაინამ, ველურები გაანადგურა.
ტაძარში, რომელიც ვერ მოსპო ვერც მონღოლურმა ურდომ, ვერც ფაშისტურმა ოკუპაციამ.
ტაძარში, რომელიც დგას, ყველაფრის მიუხედავად.
და დღეს მით უმეტეს გვწამს უკრაინის გამარჯვება, და გვწამს, რომ ვერ მოგვერევა ვერანაირი ბოროტება.
ცუდი დრო დგას, მაგრამ ჩვენ ნათელი იდეისთვის ვომობთ, და ნათელის მხარეზე.
ჩვენს მხარეზეა სიმართლე, ადამიანები, ღმერთი და ციური ძალები, და კაცობრიობის მფარველის, ღვთისმშობელის ლოცვა, ჩვენს მხარეზეა.
ქრისტეს ტაძარი შეურყეველია, და ესე იგი, შეურყეველია ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი დასაყრდენი, კიევიც.
და სანამ იქნება დედაღვთისას ლოცვა , სანამ იქნება სოფიის ტაძარი, მანამდე იქნება კიევიც და უკრაინაც!
ამ წმინდა დღეს ჩვენ გვჯერა რომ ნათელი დადგება.
ქრისტეს აღდგომა სიმბოლოა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების.
და დღეს ყოველი ჩვენთაგანი აღავლენს ლოცვას,
ღმერთო, დაიფარე უკრაინა!
დაიფარე ისინი, ვინც ჩვენს გვიცავს, ვინც სამშობლოს იცავს, ვინც ძალადობისგან და მონობისგან გვიცავს,
დადექი მათ გვერდით, ვინც უკრაინის გვერდით დგას.
..მიეხმარე მსოფლიოს, მათ, ვინც ჩვენ გვეხმარება, ვინც არ არის გულგრილი ჩვენს მიმართ, მიეცი ძალა ყველას, ვინც არ ზოგავს ძალისხმევას სიკეთისთვის.
მიეცი რწმენა, რომ როცა ბოროტებას ებრძვი მაშინ შეუძლებელიც შესაძლებელია.
გაურთხილდი მათ სიცოცხლეს, ვინც სხვის სიცოცხლეს უფრთხილდება.
..დაიცავი ჩვენი დედები, მამები და მიეცი ძალა მათ ელოდნონ შვილების ომიდან დაბრუნებას,
..დაიფარე ჩვენი მოხუცები, ოდესღაც რომ გვიყვებოდნენ ომზე, დღეს კი შვილიშვილებს უშვებენ ომში.
ისინი აშენებდნენ ამ ქვეყანას, რომელსაც დღეს უნგრევენ.
მიეცი მათ საშულება დაინახონ, თუ როგორ გავათავისუფლებთ დაპყრობილს, და ავაშენებთ დანგრეულს.
დაიცავი ჩვენი პატარები, მიეცი ჩვენს გოგო-ბიჭებს ბედნიერი ბავშვობა, და დაავიწყე რაც ნახეს ამ ომის დროს.
დაავიწყე ის საშინელი დამალობანას თამაშები სარდაფებში, ბომბებისგან, დიდებმა რომ აიძულეს.
ჩვენ არ დაგვიწყია ომი, და მოგვეცი საშულება თავი დავიცვათ.
დაიფარე უკრაინა,
ჩვენ გვჯერა, რომ არ დაივიწყებ მათაც კი, ვინც შენ დაგივიწყა.
მიეცი ძალა სამშობლოს მცველებს,
მტერმა შეიძლება დაანგრიოს კედლები, მაგრამ ვერ დაანგრევს ფუნდამენტს, რომელზეც დგას მეომარი უკრაინის სული.
ჩვენი გულები ახლა სიძულვილითაა სავსე, მაგრამ მოგვეცი საშუალება მივმართოთ ეს ძალა შენებისკენ და არა ნგრევისკენ.
მოგვეცი ძალა არ დავკარგოთ საკუთარი თავი, ღირსება, რწმენა, საკუთარი თავისუფლება და ესე იგი უკრაინა!
დღეს დიდი დღეა, დიდი იმედების დღე, რწმენის დღე, რომ ნათელი დაძლევს სიბნელეს, სიკეთე ბოროტებას, სიცოცხლე სიკვდილს, და ეს ნიშნავს, რომ უკრაინა, და მშვიდობა გაიმარჯვებს.
აღდგომას გილოცავთ.
ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად აღსდგა!
..
ვლადიმერ ზელენსკის სააღდგომო მიმართვა უკრაინას და მსოფლიოს.
კიევის სოფიის მართლმადიდებლური ტაძარი.
24. 04. 2022 წელი.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა