You are currently viewing კაცსა დასვრის უგულობა

კაცსა დასვრის უგულობა

ვისაც “ვეფხისტყაოსანი” არ ესმის, ამ წერილს ტყუილად ნუ წაიკითხავს, მაინც ვერაფერს გაიგებს,
ვერც ის, ვინც საერთოდ არაა გარტყმაში, თუ რა არის სისტემა,
დანარჩენებს კი რა მინდა ვუთხრა.
ბევრისგან მესმის, რომ აი, ასეთ მასტებზე არ უნდა ისაუბრო, რადგან როჟა ცდილობს უბრალოდ მიიქციოს ყურადღება და სხვა მიზანი არა აქვს.
სცდებით!
“ლევან ბერძენიშვილი” კონკრეტული პიროვნება არაა, ის ზოგადი სახეა ფსევდოელიტის, ის ანტიქართული იდეოლოგიაა, რომლითაც სისტემა სულში გვაფურთხებს.
ასეთი იდეოლოგია კი უნდა ამხილო.
და ეს რა თქმა უნდა საქმეა.
აი, სააკაშვილზე, ივანიშვილზე და სხვა პოლიტროჟებზე საუბარი კი უსარგებლო ჭორაობაა,
კი, სისტემისგან შემოგდებული თემებია ესეც, მაგრამ მათზე ლაპარაკი მაინც ჭორაობაა, რომლითაც სისტემა ცდილობს ობივატელის ყურადღება მთავარი საკითხებიდან მეათეხარისხოვანზე გადაიტანოს.
“ლევანა ბერძენიშვილი” კი იდეოლოგიაა, ყველა ხელისუფლებას რომ ემსახურებოდა ამ 30 წლის განმავლობაში და სულიერებას რომ ეხება, და შეიძლება ჩვენს თაობას ძვრა ვერ უყოს, რადგან რაღაც მაინც წაგვიკითხავს, აი, ახალგაზრდას, 18-20 ასაკის გოგო-ბიჭებს კი წამლავს.
ხო, ლევანა იდეოლოგიაა, რომელსაც სისტემა ორსაათიან საავტორო გადაცემას უთმობს ტელევიზიაში, ლექციებს სამ უნივერსიტეტში, და თვეში ორჯერ, ღია სივრცეში ლიტერატურულ განხილვებს და ასობით ადამიანის თანდასწრებით.
ასე რომ კარგად იცის ის საქმე, რაც დაავალეს.
ეს მასტი პოლიტნაგვებზე უარესია.
სისტემა ამ არაკაცით შვილებს გვართმევს!
და როგორ ახერხებს ამას?
მოკლედ თქმა არ გამომივა, და ვინც სალაზღანდაროს ეძებს, აქვე შეწყვიტოს კითხვა.
სიტყვით კი არა, დანით და ტყვიით წამოსულან ჩემზე, და მათი მტრობა დამვიწყებია.
პირადული იყო და იმიტო.
ასეთს კი სიტყვაც არ უნდა გაუტარო.
ლევან ბერძენიშვილის ერთ ლექციას ვუსმინე არტარეაზე, არხია ასეთი, საკაბელოსი.
არ ვიცი, რა ეშმაკი შემომიჩნდა, ამ ძალად ფილოსოფოსის სიტყვიერი პანოსისთვის რომ ყური დამეგდო, მაგრამ ფატმანი ახსენა და გავუჩერდი.
ფატმანზე საუბრობდა, ხო, ვეფხისტყაოსანის ერთ-ერთ პერსონაჟზე და უცებ, არც აცია, არც აცხელა და ნესტანდარეჯანს, და თინათინს გაუტოლა.
განა რომელი პერსონაჟი არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ას კაცზე გადახეული, ბოზი ფატმანი გაუტოლო გულწრფელი სიყვარულის მოტივაციას, რამხელა მკრეხელობაა მართლაც.
ეს სამეულიაო ქალთა მთავარი სახეებიო.
დაივიწყა ასმათი, ქალსა და მამაკაცს შორის სისუფთავე, საერთოდ არც გახსენებია ნესტანდარეჯანის მამიდაც, -დავარ..
“და-ვარ” ზნეობის ალეგორიაა, რომლის სახელშიც არის ერთ- ერთი გასაღები ვეფხისტყაოსნის ცხრაკლიტულების, და მანიშნებელიც თვით რუსთაველის ნამდვილი ვინაობისა.
აღარ გავაგრძელებ, გვექნება ამ თემაზე სხვა პუბლიკაციები საადგილმამულო გაზეთში –
ფაქტია, ლევან ბერძენიშვილი საერთოდ ვერ ჩაწვდა ვეფხისტყაოსანს, საერთოდ არ ესმის რატომ დაიწერა ეს პოემა, და მით უმეტეს ვერ მიხვდება ვერასოდეს რამდენგანზომილებიანია ვეფხისტყაოსანი..
ვერ მიხვდება, რომ ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები ერთი ადამიანის რამდენიმე იპოსტასია, და რომ ავტორი ისტორიული, რეალური მოვლენების პარალელურად , თავის სულის ლაბირინთებში მოგზაურობს, და არა სხვადასხვა ქვეყნებში, და რომ ამ მოგზაურობის დროს თავის ემოციებს ხვდება,
ხო, საკუთარ ემოციებს ანსხეულებს, და ურთიერთობს, საუბრობს, კამათობს, მეგობრობს, თუ მტრობს, მათთან და არა ადამიანებთან.
და იქედან გამომდინარე , რა კომპრომისზე მოუწია წასვლა რეალურად რუსთაველს, თუ პირიქით, რა უკომპრომისობა გამოიჩინა მან რეალური სიყვარულის გამო, იქარგება ვეფხისტყაოსანის სიუჟეტიც, და იძერწებიან პერსონაჟების ხასიათებიც.
დიახ, ტარიელი, ფრიდონი და ავთანდილი ერთი ადამიანის – ვეფხისტყაოსნის ავტორის – სამი იპოსტასია, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი პერსონაჟიც, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომენტში რომ შემოჰყავს რუსთაველს, ამ ყველა დროის და ეპოქის გენიოსს.
ქართველს, ხო..
მაგრამ ეს ხომ ლევან ბერძენიშვილმა არ იცის, მას ფატმანი ცალსახად, განყენებული პერსონაჟი ჰგონია, და თან მთავარი.
როგორ შეიძლება სხეული იყოს მთავარი?,
როგორ შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში ტუალეტურ მომენტებს ეჭიროთ მთავარი ადგილი..
არც ეს ესმის ლევანას,
მე კიდევ ის არ მესმის, როგორ შეიძლება იყოს რუსთაველიც ქართველი, და ლევან ბერძენიშვილიც.
და აბა, ლევანა რატომ აყენებს ფატმანს ნესტანის და თინათინის გვერდით?
ამასაც აქვს ახსნა, და საერთოდ არალირიკული.
და ახსნა საუბრის დასაწყისშივე იყო.
განათლებაზე ჩამოაგდო სიტყვა ლევანამ, კომუნისტების დრო გაიხსენა , მანკიერი დრო იყოო, კაცო, ხალხი ფულით ეწყობოდაო, ვიციო ზუსტად, საგამოცდო კომისიაში ვიყავიო, მეც კი ვცოდავდიო, მაგრამ მე მეგობრების და ახლობლების შვილებს უფასოდ ვეხმარებოდიო.
სხვა ფაქტებიც რომ არ ვიცოდეთ მისი ბიოგრაფიიდან, ესეც საკმარისია იმის სათქმელად, რა სისტემის პროდუქტია ლევანა.
იმ სისტემის, რომელიც არ შეცვლილა საქართველოს გასაბჭოებიდან დღემდე და იმ სისტემის, რომელიც ლევანასნაირებზე დგას, და მნიშვნელობა არა აქვს, რა პოლიტმიმართულების არიან ასეთი მასტები, ქოცი, ნაცი, ნეოლიბერალი, თუ ნეოკონსერვატორი.
ლევანასნაირების კასტას – რომელსაც კვებავდა სისტემა თავისი არსებობის 100 წლის განმავლობაში, და რომელსაც მუდმივად ანახლებს, და რომელიც მრავალფეროვანია პოლიტშინაარსით, სოციალური შემადგენლობით, მაგრამ ამოცანა აქვს ერთი, და ერთგულად ემსახურება სისტემას, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში – ფსევდოელიტა ჰქვია, და სწორედ მისი მეშვეობით ცდილობს სისტემა შექმნას ის პრიორიტეტები და სტერეოტიპები, რაც მას აწყობს.
გასაგებია, რატომაც აკეთებს ამას სისტემა.
და გასაგებია, რომ ფსევდოელიტა სისტემის ერთ-ერთი ისტრუმენტია, ისეთივე როგორიც არის სასამართლო სისტემა, საბანკო სისტემა, სახელმწიფო ორგანოები, და კიდევ სხვა მრავალი, მაგრამ , თუკი სისტემის სხვა ინსტრუმენტები სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს უქმნიან საზოგადოებას, ფსევდოელიტა სულიერებას ურტყამს და ურტყამს მიზანმიმართულად.
ამიტომაა ფსევდოელიტა სისტემის ინსტრუმენტებიდან ყველაზე მავნებელი.
მისი მეშვეობით წინ გამოდის ანტიმეცნიერება, ანტიხელოვნება, ანტილიტერატურა, ანტიჟურნალისტიკა, ანტიკულტურა ყალბი გმირებით და ყალბი ფასეულობებით და მიზანმიმართულად არ ეძლევა გასაქანი ნიჭს, რადგანაც ნიჭიერება უმართავია და მან შეიძლება საპროტესტო ტალღა ააგოროს, იმით რომ პრობლემაზე ნიჭიერად ისაუბრებს, ნიჭიერად დაწერს, ნიჭიერად დადგამს სპექტაკლს და ნიჭიერად გადაიღებს ფილმს.
ნიჭი და პროფესიონალიზმი ძალადობრივი სისტემის ნომერ პირველი მტერია. მტერს კი სისტემა ყოველი საშუალებით ებრძვის. ობივატელმა ბევრი რამ უნდა დაივიწყოს, და რასაც ვერ დაივიწყებს, უნდა გადააფასოს.
რატომ?
ზნეობა შეცვლილი, მახსოვრობა დაკარგული ობივატელი, და უისტორიო მისი შთამომავალი ღირსეული ცხოვრების პირობებს არასოდეს მოითხოვს.
ლევანა დახვეწილი ნაგავია, ის არ ცდილობს მსმენელს დაავიწყოს არც ისტორია, არც კულტურა, პირიქით, ის ძალიანაც ბევრს საუბრობს მასზე, მაგრამ ჩათლახურად.
მის ცოდნასაც არ ჰქვია ცოდნა, მის ცოდნას არ ჰქვია განათლება, მის ცოდნას ჰქვია ნაკითხობა, სათავისოდ რომ იყენებს.
იმიტომაც გაუტოლა ფატმანი ნესტანდარეჯანს,
იმიტომც გაიხსენა ბოზი ქალი ლევანამ, რომ საკუთარი სულით ბოზობა გაეპრავებინა.
თავისი პატარკაცობის გაპრავება უნდოდა მამაძაღლს, იმის თქმა, რომ მისნაირი ნაგვების გარეშე არ კეთდება საქმე.
და რა უნდა უთხრა ასეთს, ენისა და კურტუმოს უადგილოდ მომქნევს?
ან რას ვიტყვი იმაზე უკეთ, რაც რუსთველმა უთხრა მეთორმეტე საუკუნედან ამ კინტოს, მართლა.
“კაცსა დასვრის უგულობა, და დიაცსა ბოზი ნაცი”
ეგაა, და ზედაა..
.
გაზეთი ” საადგილმამულო ” #6
12 დეკემბერი. 2022 წელი.
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა