You are currently viewing კეისარს კეისრისა

კეისარს კეისრისა

შემოვედი და წერილები დამხვდა ფოსტაში ვიღაცეებისგან,
კი გავიგეთო, ტეხავსო, რუსთაველის თეატრში მაყუთა ბიძებისთვის სუფრების გაშლა, და თეატრში კაზინოების გახსნაზე ზახოდებიო, მაგრამ შენც რა შეეიმასქენიო ამ კაცს, მის დამსახურებას თუ არა, მის ასაკს მაინც ეციო პატივი,
ანდა ის წაკლა წულუკიძე თუ პირს იმყრალებს, ეს კაცი რა შუაშიაო.
ვაჰ, გასაგებია სასტავი საიდან და ვისგან წამოვიდა, ხო,?
ჯერ ერთი,
თქვე ჩემის იმანოებო, და მართლა პატივსაცემებო,
ასაკზე და დამსახურებაზე თუ მიდგა საქმე, ილიაზე, ანდა ახმეტელზე მეტი დამსახურების რომელია მანდ, ანდა, ილიას და ახმეტელის ასაკის თუნდაც,?
თან გარდაცვლილია ხალხი, და თან, ილია წმინდანად არის შერაცხული ქართული ეკლესიის მიერ.
და წმინდანზე თქმა, გარყვნილი იყოო, სადაური ქართული და სადაური ქრისტიანული წესია?
ასეთ ხალხს ამცირებთ, და დღევანდელი “წეატრალების” მაიმუნობაზე ხმის ამოღება არ შეიძლება?
მერე მეორე,
რუსთაველის თეატრის მეთვალყურე და არა მხოლოდ რუსთაველის, მთელი ქართული წეატრალური სამყაროს მეთვალყურედ დანიშნული ამხანაგი სტურუა რა შუაშია?
აბა, ვინ დაიჯერებს, რომ იმ თეატრში, სადაც ბუზიც კი ვერ გაფრინდება მისი ნებართვის გარეშე, ხო, ვინ დაიჯერებს რო არ იცოდა, რა აპირებდნენ , და ვის დაამცირებდნენ მისი სცენიდან მისი ლეკვები?
გამორიცხულია, არ სცოდნოდა.
და ეს ბემურაზი, ასაკის თუ არის, უკვე საკუთარ სულზე უნდა ფიქრობდეს, ამ სიბერეშიც რომ არ ეშვება სიმყრალეს,
რას ეჭიდავება ან ილიას, ან ახმეტელს,?
მაგრამ მათზე დიდი უნდა გამოჩნდეს, და მისცა დაბრო მის ლეკვებს, და არა მხოლოდ ამიტომ,
სხვა აზრიც დევს მაგათ ჭორებში.
ვთქვი უკვე, ილიას და ახმეტელის გინება, მხოლოდ ამ ადამიანების გინებას არ ნიშნავს, ამ ხალხის გინებით ეროვნულ მოძრაობას, ეროვნულობას და ჭეშმარიტად ქართულ თეატრს აგინებენ საბჭოთა და რუსული თეატრალური სკოლით მოწამლული მასტები,
ისინი აგინებენ, და ისეთივე მასტებით ამოტენილი დარბაზი კი ტაშს უკრავს.
ახმეტელის თეატრალურ ჰეროიკულ სკოლას აგინებენ, იმ სკოლას, სისტემას რომ ეომებოდა, ახლა აგინებენ ამავე სისტემის დღევანდელი ხელისბიჭები.
მერე მესამე,
თვითონ ორსაათი ყეფდნენ სცენიდან, და ჩემი ორი წერილი გაუკვირდათ?
თვითონ ორი საათიც არ ეყოთ, თბილისიც არ ეყოთ,
თურმე გასტროლებით დადიოდნენ ამ “ქართული თეატრის ჭორებით” ქალაქ -ქალაქ და სოფელ-სოფელ და დაჭორაობდნენ მართლაც, და კიდევ აპირებენ მეორე კრუგზე წასვლას, ციგნების ცირკივით,
არ არის ეს მიზანმიმართულად ჭორაობა?,
რაც შეიძლება ბევრი პირდაღებული ობივატელი რომ დააჯერონ, რომ თურმე ილია გარყვნილი ყოფილა, და ახმეტელი იმდენად პატარა, რომ სხვა ვერაფერი მიზეზი მოუნახეს თურმე და გინების გამო დახვრიტეს.
არ არის ეს მიზანმიმართული გაშავება?
რითი განსხვავდებით ლევანა ბერძენიშვილისგან, იმასაც და თქვენც ტექნიკურად და ნახევრადსიმართლეებით გინდათ გასვაროთ ერისკაცები.
გეშინიათ მათი და მიტომ, მიცვალებულებისიც კი გეშინიათ.
გეშინიათ ისევ მათკენ არ შემოტრიალდეს ხალხი, ისევ ილიას და ეროვნულობას არ დაუბრუნდეს ხალხი, ამის გეშინიათ, ამიტომ აგინებთ ეს მართლა წითელი გაგების და კომუნისტური მენტალობის მასხარები.
და მერე მეოთხე, და ბოლო.
მე დავიწყე, რობიკო, შპილკაობა?
რა გაწრიალებდა, ყოფილიყავი შენთვის, არც შენი პუტჩისტებისთვის მხარდაჭერა გამახსენდებოდა, არც შენგან “ვეფხისტყაოსანის” გინება, არც კოვიდფაშიზმის შენი სამსახური, არც ბანკირების ღრეობა შენს თეატრში.
მაგრამ არ მოისვენე, მაინც და მაინც ილიაზე და ახმეტელზე უნდა აგეყეფებინა შენი ლეკვები.
ლეკვები სწორედ, რომ კითხო თითოეულ მათგანს თუმანიშვილის მოწაფეები არიან, რომ კითხო ვასილ კიკნაძეს აღზრდილები არიან,
ტრაკში შეუძვერიო სისტემას, და უკვე გამოფიტულ თეატრალურ მოლოქს, ამას ასწავლიდნენ თეატრალურში?
ოღონდ კარაბას-ბარაბასის კეთილგანწყობა დაიმსახურონ, და რაზე არ მიდიან მართლა ლეკვები და ჩი ხუა ხუები.
ხოდა, ლეკვებთან რა საქმე მაქვს, მათ პატრონს უნდა მოეკითხოს,
გაიხსენოს, რაც ვუთხარი მისი თეატრის დირექტორს მისივე კაბინეტში,
ხო,
“ვინც არ არის დამალული, ჩემი ბრალი არ არის.”
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა