You are currently viewing კიდევ?

კიდევ?

მარტო საყდრისის 50-საუკუნოვანი ძეგლის აფეთქებაც ეყოფოდათ დღევანდელ ნაგვებს, ასი წლის მერეც გინებით რომ გაიხსენოს ქართველმა,
მაგრამ არა, ესენი წინა მავნებლებს, და თავიანთ სულიერ ძმებს ხო არაფერში არ უნდა ჩამორჩნენ, არა?
იმათ იმდენი იჩალიჩეს და ისე შეაზილეს რაღაცეები, ბაგრატს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჩამოართვა იუნესკომ,
იმ დროიდან გაპრობლემებულ დავითგარეჯზე და ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსზე არაფერს ვამბობ, რომ აგვახიეს მეზობლებმა.
ესენი კი ახლა გელათს მიადგნენ, და ისე, რო რაც დრომ და ჟამმა, და თურქმა, სპარსმა, არაბმა და რუსმა 10 საუკუნის მანძილზე მეფეთა საძვალეს ვერ უქნა, ახლა უსრულებენ დღევანდელი მაოხრებლები.
ამას ხომ უნდა მონდომება, სამი წლის განმავლობაში ასე ჩამორეცხო ფრესკები?
გინდა არ გინდა, იფიქრებ, რომ ყველა მედროვე და მაოხარი მიზანმიმართულად მავნებლობს, რომ გაქრეს ყველაფერი, რაც ერის იდენტობის განმსაზღვრელია,
ხო, ეს უნდათ ნაგვებს.
სახეწაშლილი და ისტორიის ფეხებზე დამკიდებელი ობივატელი არც არასოდეს მოითხოვს ღირსეულ ცხოვრებას.
.
გაზეთი ” საადგილმამულო”#7
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა