
კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რომ არანაირი ქოცი და ნაცი, ან სხვა პარტია არ არსებობს, – არსებობენ მხოლოდ კრიმინალური დაჯგუფებები.
რომლებისთვისაც სახელმწიფო სტრუქტურები ფულის საჭრელი სტანოკია,
ხოლო პოლიტიკა ამ სტანოკის რუბილნიკთან მისასვლელი ყველაზე იოლი გზა.
და ერთი კრიმინალური დაჯგუფებიდან მეორეში გადასვლაც ჩვეულებრივი ამბავი.
ხოლო პროევროპელობა , თუ პრორუსობა ის ნიღაბი, რომელიც ამა თუ იმ მომენტში სჭირდებათ მაფიოზებს ხელისუფლებაში მოსასვლელად, დასარჩენად, და ობივატელის გამოსათაყვანებლად.
აი, სულ ეგაა, რაც ქართული პოლიტიკის შესახებ უნდა იცოდეთ.
და სწორედ ასეთი პოლიტიკის გამოა უკვდავი ის წესი,
ომებს რომ ალალები, და გმირები ეწირებიან, და მერე ბოზებს მიყავთ პარადი.
და ტყუილად ნუ ექნება ვინმეს იმედი, რომ ამ წესს შეცვლის,
თუკი ვერ მოხერხდა პოლიტიკური პროცესებიდან პარტიების ჩამოშორება,
ამისთვის კი ჯერ პროტესტი – ანუ, გზა ხელისუფლებამდე – უნდა გაიწმინდოს პარტიებისგან.
პროტესტის შიგნიდან კი უნდა წამოიწიოს ძალამ, ვინც თავზე აიღებს პროტესტის მართვას,
არის ასეთი ძალა – უპარტიო მარშები, პოლიტპატიმართა ოჯახის წევრები, დამოუკიდებელი პროფკავშირები, და სამღვდელოების ის წარმომადგენლები, რომლებიც ხალხთან არიან.
ამ ძალამ უნდა მოახერხოს პროტესტის გამარჯვების შემდეგ არჩევნების ჩატარებაც, და ესეც პარტიების გარეშე.
დიახ, პარტიები ახალი არჩევნების ორგანიზების პროცესიდანაც უნდა ჩაიხსნან,
რადგან, არჩევნებს იგებს ის, ვინც არჩევნებს ატარებს,-
და ვერც ამ წესს ვერ შეცვლის ვერავინ.
სანამ ამომრჩეველი არ დაიკანონებს ხელისუფლებებზე ზემოქმედების საშუალებებს, – რეფერენდუმს და არჩეულის ვადამდე უკან გამოწვევის მექანიზმს.
ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს,
არ გაკეთდება ასე, და კიდევ ბევრჯერ ნახავთ ასეთ სპეტაკ სახეებს ყველგან და ყოველთვის.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)