You are currently viewing კიდევ ერთი გადაბრუნებული ურემი.

კიდევ ერთი გადაბრუნებული ურემი.

ის ფაქტი, – დანაშაულის შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ რომ იყო ცნობილი, და მასზე საკმაოდ საუბრობდნენ პროტესტის რიგითი მონაწილეებიც, ექიმებიც, იყო ინფორმაციებიც პრესაში, და თვით შსს-ც კი აღიარებდა, რომ აქციების დასაშლელად წყალში შერეული ქიმიკატები გამოიყენეს,
მაგრამ ფაქტი მაშინ რეზონანსული მაინც რომ არ გახდა,-
ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია ოპოზიციური პარტიების მავნებლური უუნარობის და უმოქმედობის.
თორემ, ეს დანაშაული ჯერ კიდევ ერთი წლის წინ რომ მისულიყო საერთაშორისო საზოგადოებამდე, და მაშინვე რომ გამხდარიყო ევროპულ სასამართლოებში განხილვის საგანი, დარწმუნებული ვარ, აღარ მოხდებოდა მის შემდეგ სხვა სისტემური ძალადობები, და არ გადაივსებოდა ციხეები პოლიტპატიმრებითაც, და რეჟიმიც ვერ მიიღებდა კანონებს პირბადეებზე, და გზის გადაკეტვებზე, და ათასობით ლარითაც არ დაჯარიმდებოდნენ აქციის მონაწილეებიც.
მაგრამ ეს არ მოხდა,
და იმის მაგივრად, რომ ოპოზიციას ამ დანაშაულის შესახებ ესაუბრა აქაც, და ევროპაშიც და ამერიკაშიც ვიზიტების დროს, მთელი ერთი წელი იმ იმედით გაატარეს, რომ მათგან დამოუკიდებლად და თვითორგანიზებული ხალხის პროტესტი ერთხელაც შედეგს დადებდა, და ისინიც ამ ტალღაზე მოვიდოდნენ ხელისუფლებაში.
და გამოდის, რომ ისევ ევროპას, და BBC -ს რომ არ გაემახვილებინა ყურადღება ამ თემაზე, პარტიებიდან არც არავინ იყო აქ თავისშემწუხებელი,
ეს ფაქტიც მხოლოდ ერთ რამეს მიუთითებს, –
ამ 30 წლის განმავლობაში იმისთვის კი არ ეომებიან ერთმანეთს პარტიები, რომ სისტემა შეიცვალოს,
არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მმართველი პარტია ჩაანაცვლონ, და მისგან სწორედ ის სახელმწიფო მანქანა გადაიბარონ, და ის ინსტრუმენტები, რომელზეც დგას ყველა დროის ხელისუფლება, და რომლითაც ხდება სისტემური დანაშაული.
დიახ, ამ ფაქტმა, ისევე როგორც პროტესტის ერთმა წელმა, გვაჩვენა, რომ პარტიებს არც შეუძლიათ, და არც სურთ, სისტემური ძალადობისგან მოქალაქეების ინტერესების და უფლებების დაცვა,
და მაშინ ლოგიკურია კითხვაც,
რა საჭიროა მაშინ პარტიები, და რა საჭიროა საერთოდ პარტიული სისტემა?
ამ კითხვას ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვს,-
პარტიები საერთოდ უნდა ჩამოვაშოროთ პოლიტიკურ პროცესებს.
და წინ უნდა წამოიწეს საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი პროფკავშირები.
და საზოგადოებამ უნდა დაიკანონოს ხელისუფლებებზე ზემოქმედების მძლავრი მექანიზმები –
სრულუფლებიანი რეფერენდუმი,
და არჩეული პირის ვადამდე გაწვევის მექანიზმი.
და არის გზაც, თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს, და როგორ შეიცვალოს სახელმწიფოს მართვის პარტიული სისტემა უპარტიო სისტემით.
დღეს გვაქვს ამის შანსიც და ამის შესაძლებლობაც.
ეს უნდა გაკეთდეს,
ვერ მოვახერხებთ ამას, და მუდამ ვივლით ერთი და იმავე პარტიულ წრეზე,
და მუდამ ვიქნებით გადაბრუნებული ურმების თვლაშიც.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა