
მარტო ვარ ახლა სახლში, ჭიქაში სპეციალურად ამ დღისთვის ნაყიდი სარაჯიშვილის კონიაკი ასხია,
და თან გიყურებთ, გისმენთ, და გკითხულობთ, თუ როგორ გიხარიათ, და ვფიქრობ, ჩემთვის.
მალე 31 მარტიც დადგება,
და ცხონდა შენი სული ზვიად გამსახურდია,
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით ქართველის შეგნებაში დამოუკიდებლობის აღქმის ისეთი ქვაბეტონი რო ჩადგი, ვერანაირი ძალა რომ ვერ შეარყევს.
მაგრამ, მე პირადად იცით, რამ დამაჯერა პირველად, რომ მართლაც დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით?,
ფორმალურად მაინც, ხო, დე -იურე მაინც.
რუსული ცენტრალური ტელევიზიის გადაცემა “ვრემიამ” რომ საქართველოს ამინდის გამოცხადება შეწყვიტა.
და მერე კი ჩვენი სპორტსმენების ნელნელა გასვლამ საერთაშორისო არენაზე, და გამარჯვებებმა.
და საქართველოს სახელით,
საქართველოს სახელით, ხო.
პაატარა ერი ვართ ჩვენ, დიდი გულის, მაგრამ პატარა ერი და გვჭირდებოდა ჩვენ გამარჯვებები, თვითშეფასება რომ აგვეწია,
აგვეწია, რა,
უფრო სწორედ, ბევრი რამე რომ შეგვეძლო და ახლაც შეგვიძლია, ამას გვახსენებდა ეს გამარჯვებები,,
და მის მერე, ყოველი დიდი თუ პატარა გამარჯვება, უფრო მეტად მარწმუნებს, რომ თუკი მართლაც მოვინდომებთ, ძალიან მოვინდომებთ, ერთად მოვინდომებთ, სხვა დიდ ომებსაც მოვიგებთ შინაურ , თუ გარე მაოხრებლებთან და მართლაც გავხდებით თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო, და მართლაც გავხდებით ღირსეული საზოგადოება.
მადლობა ჩვენს ბიჭებს, 26 მარტს, ეს რომ კიდევ ერთხელ დაგვანახეს!
ხო, 2024 წლის 26 მარტს, დიდი ქართული ფეხბურთის მხოლოდ ახალი ისტორია კი არ დაიწყო, ამასთან, ჩვენ ყველამ ერთად კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით თავისუფლებისაკენ.
აი, ამას გაუმარჯოს,
გილოცავთ,
და კიდევ მრავალი მომელოცოს!
.
