You are currently viewing კიდევ ერთხელ, შინ და გარეთ..

კიდევ ერთხელ, შინ და გარეთ..

კიდევ ერთხელ, თუ რა ხდება შინ და გარეთ, და მე მოვრჩი ამ თემებზე, უკვე აზრი აღარ აქვს აქ რაიმეს წერას.
ჩვენი ბოსტნიდან დავიწყებ.
ბიჩიაშვილი ბიძინას კიდევ ერთი ტრიუკია, და არაფერ შუაშია აქ “მოფრიალებული საზღვარი”,
ბიძინას გარეშე ვერც სააკაშვილი შემოვიდოდა აქ, და ვერც ბიჩიაშვილი “გაიპარებოდა”.
ბიჩიაშვილთან ჯერ “დაპირისპირებით” და მერე გაყვანით სანქციებს აარიდა საკუთარი ხაზინადარი ივანიშვილმა, შესაბამისად სანქციებს აარიდა საკუთარი მილიონების რაღაც ნაწილიც.
ვინც არ იცის, როგორ გადაარჩინა ივანიშვილმა რუსეთში დეფოლტის დროს საკუთარი ბიზნესი ჩამოქცევისგან, ბიჩიაშვილთან დაკავშირებულ სქემას ვერ დახსნის.
ბანდიტური რუსეთი ვახსენე და ბარემ ვიტყვი,
საქართველოც კრიმინალური ბიზნესის თავშესაფარი გახდა.
ოფშორებიდან შავი ფულის გადმოქაჩვა, და აქ დაბინავება, უკვე შეუძლიათ.
მალე კანონსაც ავტორიტეტებზე გააუქმებენ,- ძალიან დავალებულია საქოცეთი შავებისგან.
და კიდევ მეტად გახდება კრიმინალებზე დამოკიდებული, თუ გავიხსენებთ, ვისი შუამავლობით ჩამოიყვანეს 2012 წლის გაზაფხულზე ტრამპი საქართველოში.
და რა კავშირი აქვს იმ შუამავალის კლანს ბიძინას თანაინვესტირების ფონდთანაც, და რა კავშირი აქვს ყოფილ გენპროკურორთან ფარცხალაძესთან, და კალაძესთან, და კიდევ ბევრ რამესთან და ვინმესთან.
მხოლოდ კრიმინალების იმედითაც არაა ბიძინა, და არც მხოლოდ სპეცრაზმის.
მსოფლიო საბანკო მაფიასთანაც დიდი ხანია აქვს დალაგებული,
რუსეთთან თავისთავად, და ახლა ჩინეთთანაც, – და გამოდის ყველას აწყობს ბიძინა ამ რეგიონში “მაყურებლად”.
კარტის კალოდაში ანაკლიის პორტი და თორიუმის საბადოებიც აქვს, რაც განსაკუთრებით მასკს დააინტერესებს.
თორიუმი ვინც არ იცის რა არის, – დაგუგლოს.
მოკლედ,
ორი ვაჭარი შეხების წერტილებს ერთმანეთთან მუდამ გამონახავს.
და ტრამპსაც ურჩევნია ერთ მისნაირთან ქონდეს საქმე საქართველოში, ვიდრე რამდენიმე უსახო პოლიტიკოსთან, ნერწყვისყლაპვით რო ელოდებიან, როდის მიუშვებენ ხელისუფლებაში.
და ჩვენ რა ვქნათ,?
ჩვენ, შანსი ორჯერ გავუშვით ხელიდან,
ჯერ კიდევ დეკემბერში, როცა 100 000 კაცი იდგა ქუჩაში, და არაფერი გააკეთა, და პირდაღებული დატოვა დასავლეთი,
და მეორედ იანვარში, ისევ 100 000 კაცი უკვე სალომემ რო დაშალა სულ ხუთიოდე წუთში.
პატივს ვცემ რუსთაველზე ასი დღის განმავლობაში პროტესტის უბრალო მონაწილეებს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მათ ომს არანაირი შედეგი არ ექნება, მით უმეტეს რომ დღემდე ვერ შეიქმნა პროტესტის საკოორდინაციო საბჭო, კომიტეტი, ან რაც გინდათ დაარქვით.
ანუ, პროტესტს გვარსახელები არა აქვს, და ასეთ პროტესტზე დასავლეთი ფსონს არასდროს დებს, და არც სცალიათ ახლა ჩვენთვის.
და აბა, რა ვქნათ, ხო?
ჩვენ ვეღარაფერს ვერ ვიზამთ, ამ ეტაპზე მაინც.
სანამ სამხედრო- სამრეწველო კომპლექსი არ აახევს ისევ ყურს ტრამპსაც და მასკსაც, ძალიან რო გაჯეჯილდა.
ანდა, სანამ ჩინეთი არ წამოიკიდებს ტაივანის თემაზე,- დაათმობინებს და საბოლოოდ გაანულებს ტრამპის ადმინისტრაციის რეიტინგს ამერიკაშივე, და აიძულებს ისევ უკრაინის ფრონტზე აქტიურობით აღიდგინოს ლიდერის რეპუტაცია.
მანამდე კიდევ დარჩა ჩვენთვის ერთი ძალიან მცირე შანსი, სამშაბათს ამერიკის კონგრესი ” მეგობარ აქტს” განიხილავს.
მაგრამ საქართველოს საბოლოო ბედი ისევ და ისევ უკრაინაში წყდება.
გაიმარჯვებს უკრაინა, გაიმარჯვებს ევროპაც და საქართველოც.
ვერ გაიმარჯვებს, და ჩათვალეთ, რომ სადღაც აი, აქ გმირთა მოედანზე, ჩაგვიდგამენ ბიძინას ძეგლს, და იქნება, კიდევ ერთი 30 წელიწადი მაინც.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა