
ძალიან მიკვირს საყვედურები, პროტესტის ზოგი მონაწილე რომ გამოთქვამს, – რაც ხდება, ხომ ხედავთ, და რატომ არ გამოდიხართო გარეთ,
ხო, ამათი გაკვირვებისა მიკვირს,
და როცა გამოვიდნენ ათასობით და ათიათასობით, რა გააკეთდა?
არც არაფერი ხო?
იმის მიხვედრაც არ არის, რომ პარტიები თუ არ ჩაიხსნა პროცესებიდან, არანაირი შედეგი რომ არ დადგება –
გეგმა არ არის, სტრატეგია არ არის, ერთმანეთთან შეხვედრის და რამეზე შეთანხმების არანაირი სურვილი არ არის,
მოქმედება კი არა მთავარზე საუბარიც კი არ არის, ყველაფერზე საუბრობენ იმის გარდა, რაზეც უნდა ისაუბრონ,
ისიც არა აქვთ გარკვეული, რა უნდა იყოს მთავარი,
და ამ ყველაფრის დამნახავი ვინ გამოვა გარეთ?
და არ უნდა ნოსტრადამუსობა იმას, რასაც ახლა ვიტყვი-
თუ ვერ მოხერხდა პარტიების საერთოდ ჩახსნა პროცესებიდან,
და თუ ვერ მოხერხდა მოკლე დროში,
1- რუსთაველზე პროტესტში მონაწილე უპარტიო მარშების ორგანიზატორების,
2- პოლიტპატიმართა ოჯახის წევრების,
3- დამოუკიდებელი პროფკავშირების ხელმძღვანელების
4- და ხალხთან მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირება, შეხვედრა, და მოქმედების საერთო გეგმის დადება,
სულ მალე რუსთაველის გამზირს სულ სხვა ძალები დაიკავებენ, სულ სხვა მოთხოვნებით,
საზოგადოების ყურადღებაც სულ სხვა რამეზე გადაერთვება,
და ევროინტეგრაციის საკითხი, და პოლიტპატიმრების თემა კარგა ხნით მიეცემა დავიწყებას.
ახალი წლებიც მოდის აგერ, და ჩათვალეთ იანვრის ბოლომდე კი არა, გაზაფხულამდეც კი, გარეთ გამომსვლელი ის 100 კაციც არ იქნება, ვინც ახლა გარეთ დგას.
თუ ისევ ქოცმა არ შემოაგდო რაღაც ისეთი, ხალხს ქუჩაში ისევ ათასობით რომ გამოიყვანს.
მაგრამ საქამდე გინდათ იყოთ ქოცის ” იმედით”?
ეს 28 ნოემბერიც ასე ჩაივლის, პროტესტის წლისთავის პარადიც ისე დამთავრდება, როგორც ადრე ნებისმიერი სხვა დამთავრდა- ჩაიარა და მორჩა.
და იქნებ ვინმემ გაიპრავოს თავი, რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ვიდგებით ბოლომდეო,
თქვენ კი იდგებით ბოლომდე, მაგრამ ერთი კითხეთ მზია ამაღლობელს, ზვიად ცეცხლაძეს, და სხვა პოლიტპატიმრებს, ეს თქვენი ” ბოლომდე” როგორ ჩანს გისოსებიდან.
კითხეთ, ხო,
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)