You are currently viewing კითხვა მაქვს

კითხვა მაქვს

რა მინდა გკითხოთ, და არ აარიდოთ ახლა თვალი.
ხო, გამომდინარე იქედან, თუ როგორ ცდილობენ საარჩევნოდ, “ცნობადი სახეები” შეიტენონ, კითხვა მაქვს –
რა არის ინტელიგენტობა? და ვინ არის ინტელიგენტი?
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, როინ მეტრეველი ინტელიგენტია?
რობერტ სტურუა ინტელიგენტია?
უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია ინტელიგენტია?
ლევან ბერძენიშვილი ინტელიგენტია?
მისი ძმაც?
ლაშა ბაქრაძეც ინტელიგენტია?
ლაშა ბუღაძეც ინტელიგენტია?
ხუხაშვილიც ინტელიგენტია?
მასხულიაც ინტელიგენტია?
და ვინც მასხულია მწერალთა კავშირში მიიღო, ისიც ინტელიგენტია?
და საერთოდ, ვინც ასეთი მწერალთა კავშირის წევრია, ინტელიგენტი ჰგონია თავი?
ვინმე ინტელიგენტი გვყავს ” ცნობად ” მსახიობებში? სპორტსმენებში? მუსიკოსებში? მხატვრებში?
ჩოხოსნებში მაინც თუ გვყავს ვინმე ინტელიგენტი?
პოლიტიკოსებზე აღარაფერს ვამბობ.
აი, ალალად, რო თქვათ, საკუთარი თავი მაინც თუ მიგაჩნიათ ინტელიგენტად?
კაი, არც გვინდა კონკრეტული სახელები,
ზოგადად, გეკითხებით, ხო,
მე კი მაქვს ამ თემაზე შეხედულება, მაგრამ მაინტერესებს, თქვენი აზრი, –
გვყავს კი ელიტა,?
გვყავს კი ინტელიგენცია?
და, საერთოდ რა არის ინტელიგენტობა?
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა