
პოლიციელებმა საპროტესტო გამოსვლა მოაწყვესო,
რა ყველაფერი უცნაური იციან ამ დასავლეთში, არა?
და ახლა ის, ვინც ერთხელ მაინც წავიდა სისტემის წინააღმდეგ, სხვა დროს, სხვა მომიტინგეზე უსამართლოდ აწევს ხელს?
მშვიდობიანი აქციიდან ადამიანებს მოიპარავს?
აწამებს და ცემს?
მართლაც საუკუნეებით შესისხლხორცებული რამოდენა დემოკრატიულობა აქვს ფრანგს, რომ თვით ძალოვან სტრუქტურებში მომუშავენიც კი არ თვლიან ვალდებულად თავს, ყველაფერში დაემორჩილონ სისტემას, და მით უმეტეს, როცა საქმე ღირსებას ეხება.
და რომ გითხრათ ახლა ევროპელ პოლიციელებს თავიანთი პროფკავშირებიც აქვთ მეთქი, დაიჯერებთ?
მიტომაც არ ეშინიათ იქ პოლიციელებს თავიანთი უფროსების, და კიდიათ მინისტრის ბრძანებაც, თუ ის ბრძანება დანაშაულებრივია.
ჩემი აზრით, ჩვენს პოლიციელებს სხვაზე მეტად უნდა სურდეთ ევროკავშირი,
ყველაზე უუფლებო ჩვენი პოლიციაა და ამიტომ,
გითხრათ რამდენი აქვთ ფრანგ პოლიციელებს ხელფასი?,
შეგშურდებათ ნაღდად,
5000 ევრო, დიახ,
და მაინც აპროტესტებენ?
აი, როგორ არ უნდა შეგეცოდოს ახლა ჩვენები.
რომ იცოდეთ, როგორ ეხვეწებოდნენ ქუთაისში პოლიციელები მომიტინგეებს, ე, ბიჯო, არ შეწყვიტოთ აქციები, თორემ თბილისში გამოგვიძახებენო, – მართლა შეგეცოდებათ.
მე თუ მკითხავთ, ერთი მარში უნდა მოვაწყოთ მაგათ დასაცავად, და მოთხოვნით – “თავისუფლება ქართულ პოლიციას!”
სრულებითაც არ ვხუმრობ.
ნუ ვაგინებთ პოლიციას,
და ნუ დავკარგავთ პოლიციის ნდობას ერთეული უნამუსოების გამო, და მათი დამნაშავე უფროსების გამო.
სისტემას ვეომოთ, და არა პოლიციელებს!
და კიდევ, რა მაინტერესებს, გუშინდელის მერე,
კომსი კომსა მუსიე გომელაური?
უკაცრავად, თქვენთვის გასაგებ ენაზე გკითხავთ,-
კაკ ძელა ტავარიშჩ გომელაური?
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
