
ზოგისთვის, ალბათ, ვირი თუ ვირობს, ძალას თუ აჩენს, ლომად საღდება,
ვისაც თვალი აქვს ის დაინახავს, ვინ ვინ არის და ვინ სად – ვინ ხდება,
ძირს ნაგდებ ქვაზე, პატიოსანზე, ტალახი არ სჩანს, არც დააჩნდება.
მტვერი კი, თუნდაც ცაში აიწეს, მტვერია მუდამ – ძირს მტვრად დაჯდება.
ზოგისთვის სიტყვა ჩემი წამლობს და ზოგისთვის, ალბათ, შხამსაც წააგავს,
ზოგისთვის, ალბათ, აქ ზედმეტი ვარ, ზოგიც იმ ქვეყნად მომძებნის, მნახავს,
და უკვე ვიცი, თვალს ვინ მარიდებს, ვითომ ვერ მამჩნევს და მაყრის ნაგავს.
მაინტერესებს, ვინ აღმომაჩენს, თორემ კი ვიცი, თუ ვინ დამკარგავს.
.
გუჯა ბიძია.
.
