
ჩემი ყოფილი მეზობელი ავთოია კი გახსოვთ ბევრს, გიყვებოდით მასზე ამბებს.
იმ ბინიდან კაი ხანია კი გადავედი, მაგრამ თითქმის ყოველ დღე რო მირეკავდა, იმ პონტში, ერთხელ დაწყებული მეზობლობა, და გაგება, რო მარადიულია და კრუგლასუტოჩნი.
მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში რაც ექიმებთან სირბილი დავიწყე, მოუკლო ტელეფონზე შეხმიანებასაც.
იშვიათად მირეკავდა, შემეკითხებოდა, როგორა ხარო, მეც ვაბარებდი ანგარიშებს, იგიც პასუხად, – მაგი არაფერი, – მეტყოდა, და დაკიდებდა ყურმილს.
და ყოველ მის ” მაგი არაფერზე” მუდამ ის ანეგდოტი მახსენდებოდა,
გურულის საფლავის ქვაზე რომ აწერია, – ახლა მაინც ხო დეიჯერებთ, გლახათ რო ვიყავიო.
უფრო რო ჩაწვდეთ ამ ანეგდოტს, მეორესაც გაგახსენებთ, იმასაც გურულებზე.
რამ მოკლაო, მიცვალებულზე, რო იკითხავს გურული და რომ ეტყვიან, და “უჰ, მაი, აფერიო”, რო უპასუხებს.
ხო, იმაზეა ბაასი, სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი, რომაა.
და ასეთ მასტს 10 ოპერაციის ვიდეოჩანაწერიც რომ დაუდო წინ, სადაც ბოლო ოპერაციის დროს ექიმი თავს დრუჟბა ხერხით გახერხავს, მაინც გურულივით გეტყვის, – “უჰ, მაი აფერი”,
გიპუსტიაკებს, ხო,
და ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ავადმყოფს იმედი მისცეს, გეშველებაო, – არა, სხვა მიზეზია აქ.
რომ შეიცხადოს ხმამაღლა, აუ, ეს რა დაგემართაო, მერე, მართლაც უნდა გააკეთოს რაიმე, როგორღაც უნდა დაგეხმაროს, და ამის სურვილი რომ არა აქვს, მიტომაც არ იმჩნევს სხვისას არაფერს.
თორემ, ვისაც სხვისი ჭირი უმალვე მიაქვს გულთან, ის დგება და უხმოდ აკეთებს გასაკეთებელს.
მოკლედ, გასაგებია, ეგ “მაი აფერი” , რა ზახოდია, ხო?,
ეს შენი ამბებია არაფერი, თორე, თვითონ ხიწვიც რო შეესოს, უმალ ექიმების კონსილიუმს მოიწვევს.
ეს, ხო, მაგრამ ახლა ის მითხარით, ასე რო გიჭედავს ტიპი, იცის რაც გჭირს, და თან ხედავს ჯერ არ მომკვდარხარ, და იქეთ რომ გთხოვს, – ცოტა ფულით დამეხმარეო, – აი, ასეთ ავთოიას რა ქვია,?
ხო, აი, ეს რა ფენომენია თუ ვინმე მეტყვის, და ასეთი ადამიანის ბუნებას თუ ვინმე ამიხსნის, მის სურათს, როგორც დიდ განმანათლებლის, დავკიდებ სახლში კედელზე, ილიას და აკაკის, და ვაჟას პორტრეტებთან ერთად.
არ არის ღირსი? – ღირსია, ძმაო.
როგორც ავთოიაა ღირსი ყურის ახევის, და თუ ძალიანაც გადაისვრის თავზე, მოუწევს ნაღდად.
მოკლედ, ადამიანი თუ გინდა დაკარგოო, ფული ასესხეო, ნათქვამი ხომაა,?
მე სხვა რამეს ვიტყოდი, – ჯვარი გწერიათ ყველას, და ვინ ვინ არის მხოლოდ მაშინ გაიგებ, როცა ავად ხარ.
ეგაა, ეგ..
და ჩემი ყოფილი მეზობელი, ავთოია, კი მიიღებს რასაც იმსახურებს,
მაგრამ სხვა დანარჩენებს, ვინც ამ ყველაფერში საკუთარი თავიც ამოიცნო, მინდა უბრალოდ ვუთხრა, და ჩემს თავსაც იგივეს ვუსურვებ.
ღმერთმა ყველას ზუსტად ისეთი ხალხი მოგვცეს გვერდით, ჭირშიც, და ლხინშიც, როგორებიც ჩვენა ვართ –
არც მეტი, არც ნაკლები.
და ეგ ფილმი მეზობლებზე როგორია?
კაი ფილმია კი,
თუმცა ცხოვრებაზე დიდი რეჟისორი და სცენარისტი არ დაბადებულა ჯერ.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
