პოლიტპატიმრის მამა რომ ხარ, და ახალი სახალხო მოძრაობა რომ გამოაცხადე, და ამ მოძრაობის წამყვანად რო ითვლები, მაგრამ აქციაზე შენს თვალწინ ქალებს და გოგონებს რომ ასფალტზე ათრევენ, და შენ კი, “ქალებს მოუფრთხილდითო,” მხოლოდ რომ გაიძახი,
და თვითონ, რომ იქვე ხარ, მაგრამ არაფერს აკეთებ, არ ცდილობ პოლიციელებს ხელი შეუშალო, ან ქალებს გადაეფარო, ცოტა კი უნდა გიტყდებოდეს, როგორადაც გამოიყურები ამ დროს.
კაცური თემაც რომ არ იყოს მანდ, იმის მიხვედრა მაინც ხომ უნდა იყოს, თუ რატომ არის აუცილებელი პირდაპირ ჩაერიო ასეთ მომენტებში?,
პოლიცია შენ ვერ შეგეწინააღმდეგება, ასე ყველას დასანახად ძალას ვერ იხმარს შენზე, რადგან პოლიტპატიმრის ოჯახის წევრი ხარ, და თუ მაინც დაგაკავა, ერთი ოჯახიდან ორი ადამიანის ციხეში ჩასმით იმხელა შეცდომა იქნება სისტემის მხრიდან დაშვებული, და ისეთი საპროტესტო ტალღა შეიძლება აგორდეს, ერთის კი არა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების შესაძლებლობას რომ იძლევა.
არ აკეთებ ამას და, აბა,
გინდა შენ ყოფილხარ მანდ ასე , ხელებჩამოშვებული, და გინდა მე, მაგ ადგილიდან 300 კილომეტრის დაშორებით, ტელევიზორის ეკრანთან, მახათით ხელში.
ყველაზე მეტი მოტივაცია პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს აქვთ,
მე რომ 19 წლის ბიჭი პოლიტიკურით ციხეში მყავდეს, უკვე ათას მიზეზი ექნებოდა რეჟიმს, რომ მეც ციხეში ჩავესვი.
და კარგად მესმის, და არც არავისგან მესწავლება, რომ ჩემი შვილიც რომ არ მოხვდეს ციხეში ჩემამდე, ახლა რაღაც უნდა გავაკეთო, და რაც შემიძლია ვაკეთებ კიდეც, როგორც რიგითი.
მაგრამ პოლიტპატიმრის მამას , მით უმეტეს სახალხო მოძრაობის წამყვანად რომ მოიაზრება, მეტი მოეთხოვება,- მაგალითი უნდა იყოს სხვისთვის.
რაც ახლა ვთქვი, გამგები გაიგებს,
რომ გულშემატკივრის პოზიციიდან ვლაპარაკობ, და არა ჩასაფრებულის.
და კიდევ არაფერსაც არ ვიტყოდი და გავატარებდი, მაგრამ პუბლიკაციას გადავაწყდი, ამ აქციამდე ორი დღით ადრე, ერს რომ საყვედურობს,
საღათას ძილით სძინავსო ერს, და არ აპირებს გაიღვიძოსო.
მეტი რა გაიღვიძოს, ეს ოთხი თვეა უწყვეტი პროტესტია, და მეტიც,
ამ ოთხი თვის განმავლობაში რამდენიმე დღე იდგა 100 000 კაციც ქუჩაში და არაფერი მოხდა,
დიახ, 100 000 კაცი რამდენჯერმე იდგა რუსთაველზე და ელოდა, რომ ვიღაც რაიმე აზრიანს ეტყოდა და არაფერი მოხდა,
საერთოდ არაფერი,
იმიტომ რომ ხელმძღვანელი და ლიდერი არა ჰყავს პროტესტს,
და არც არასდროს ეყოლება, და აღარც არავის მოწოდებაზე არ გამოვა 100 000 კაცი გარეთ, თუ არ დაინახა, რომ ვიღაც მასზე მეტს აკეთებს, და მასზე მეტი თავგანწირვა შეუძლია.
და მით უმეტეს, არ გამოვა გარეთ, თუ ვინმე პროტესტიდან ერს საყვედურობს.
ამის უფლება არავის აქვს, არავის!
რავი, ეროვნული მოძრაობიდან მოვდივართო, რომ გაიძახის ყველა, ის მაინც უნდა ახსოვდეს, რას და როგორ აკეთებდნენ კოსტავა და გამსახურდია.
ხოდა, თუ ახსოვს, მოიქეცეს ისე, როგორც ისინი იქცეოდნენ,
სიტყვაც ისე თქვას და ისე მოზომოს ხალხთან საუბრის დროს, როგორც ისინი წონიდნენ სიტყვას.
და ნურც ნურავის დაამადლის თავს.
.