You are currently viewing მარად და ყველგან

მარად და ყველგან

ერთი ინფორმაციაც,
მომავალი წლიდან შპს – გაზეთი “საადგილმამულო ” გამომცემლობად გადაკეთდება.
ეს სტრუქტურაც, ისევე როგორც საადგილმამულოს ყველა სხვა დანარჩენი სტრუქტურა მარტყოფის ველზე დაიდებს ბინას.
გამომცემლობა დააფინანსებს ავტორს, და ფულს გადაუხდის ნიჭში, და არა პირიქით, დღეს რომ აკეთებენ გამომცემლობები, ფულს რომ იღებენ ავტორებისგან უნიჭობის დაბეჭდვაში და მაკულატურის გავრცელებაში.
კიდევ ერთი ინფორმაცია,
მალე საადგილმამულო გაზეთის ახალი ნომერი გამოვა.
და რადგანაც გაზეთის ყველა პუბლიკაციას ბმა აქვს ერთმანეთთან, მკითხველს ამ ნომერშიც ექნება შესაძლებლობა, გააკეთოს დასკვნა, თუ რა არის საჭირო პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისთვის.
მომავალი წლიდან გაზეთიც შეიცვლის ფორმატს და საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ალმანახის სახით ორ თვეში ერთხელ გამოვა და მკითხველი მასაც ფოსტის მეშვეობით მიიღებს, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც.
ალმანახი ” საადგილმამულო” ისეთი ტიპის გამოცემა იქნება, ადრე რომ იყო, მაგალითად, საუნჯე, მნათობი, ცისკარი,
და მართლა მოუთმენლად რომ ველოდით მათ გამოსვლას,
მაგრამ ეს იყო ადრე, 90-იან წლებამდე.
ადრე იყო თქო, ეს შემთხვევით არ მითქვამს, რადგან ამ სიტყვაში სწორედ ის დანიშნულება ვიგულისხმე, რაც ქონდა მაშინ ასეთ გამოცემებს.
ახლა რაცა აქვთ, და როგორ ართმევენ თავის დანიშნულებას კი ვხედავთ, იქედან გამომდინარე, რომ არანაირად არ ეტყობა მათი კვალი საზოგადოებას,
არც ასეთი გამოცემების და არც საერთოდ ქართული მწერლობის კვალი, რადგან საზოგადოების უმრავლესობის ლიტერატურულ გემოვნებას მართლაც არ ესინჯება დღეს ფსკერი.
არც გემოვნებას და არც ობივატელობას.
მწერლობა, რომელმაც უამრავ ქარტეხილებში გამოატარა ერი, მწერლობა, რომელმაც გაზარდა კიდეც ის ეროვნული მოძრაობა, რომლის ძალისხმევითაც მოხდა სწორედ დამოუკიდებლობის აღდგენა- ისეთი ქართული მწერლობა დღეს არ არსებობს.
პუბლიცისტიკა არ არსებობს, ლიტერატურული კრიტიკა მკვდარია.
და ერთი-ორი გამონაკლისი საერთო სურათს ვერ ცვლის.
ამის შესახებაც ვისაუბრებთ საადგილმამულო გაზეთის ახალ ნომერში ვრცლად.
პრობლემაზეც ვისაუბრებთ და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, გამოსავალზეც.
ამ და სხვა ბევრ მასალასთან ერთად ახალ ნომერში დეტალურად იქნება აღწერილი ის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები, რომელიც მარტყოფის ველზე პირველმოსახლეთა დამკვიდრებას ასახავს,
გაზეთში იქნება ყველას გვარსახელებიც და ფოტოები, ვინც მარტყოფის ველზე სახლდება.
ეს ისტორიაა, და ამ ისტორიას უნდა იცნობდეს მომავალი თაობა
უნდა იცოდეს, თუ როგორ უნდა დაიწყოს სოფელი, ქალაქიც, და თუ როგორ უნდა დავიბრუნოთ ქვეყანაც, და როგორ იაროს იმ გზით, რაც ჯერ კიდევ 150 წლის გაკვალეს საქართველოში.
ასეთი ინფორმაციების მიღების საშუალება არის და იქნება მომავალშიც, რადგან საადგილმამულო გაზეთის ყველა ნომერი ეროვნულ ბიბლიოთეკაში არქივდება და გაზეთი აგრეთვე იქნება დაცული პრესის მუზეუმშიც, რომელიც იმავე ბიბლიოთეკაში გაიხსნება მალე.
შესაბამისად, მკითხველს გაზეთთან, და ალმანახთანაც წვდომა ექნება, სანამ ეს ქვეყანა იარსებებს , და ამ ქვეყანამ რომ იარსებობს მუდამ, მიტომაც ვაკეთებთ ჩვენს საკეთებელს.
შესაბამისად, გამოდის, რომ ისევე, როგორც საადგილმამულოს სხვა პროექტების მონაწილეები, აგრეთვე მარტყოფის ველის ყოველი მოსახლეც არა მხოლოდ ქართულ საქმეს აკეთებს ამ ველზე დასახლებით, არამედ ისტორიასაც წერს.
რომელსაც შემდეგ მომავალი თაობა გააგრძელებს,
გააგრძელებს, რადგან საადგილმამულოს საქმეებს მხოლოდ დასაწყისი შეიძლება ჰქონდეთ,
დასასრული კი, არასოდეს!
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა