დღე – სასწაული?
.
და თუ არავის არ დააქვს უბით,
წილხვედრი, – ყველამ იღბალს მიანდო,
და თუ არავინ აიღო შუბიც,
წმინდა გიორგიმ, რომ გადმოაგდო,
და თუ ხეც გახმა, – ფესვზე დასმული
თავზეა, მღილი, და მისი გვარი,
და ალესილი, ტანშია, ცულიც,
ამ ხის ტოტისგან გათლილი ტარით,
დღესასწაულზეც სისხლით ლოთები,
თუკი გადამხმარ ხეზე ცოცავენ, –
მართლა არ მესმის, ხმელი ფოთლები
ამ დღეს, ერთმანეთს, რას ულოცავენ.
.
გუჯა ბიძია.
.