დონეცკში დგას, “ცარ -პუშკა”, ზუსტი ასლია მოსკოვის ზარბაზნის,
2001 წელს გაუგზავნეს რუსებმა უკრაინელებს.
ამ “საჩუქრით”, ჯერ კიდევ მაშინ მონიშნა მოსკოვმა თავისად აღმოსავლეთი უკრაინა.
იმედი მაქვს, როცა უკრაინა გაიმარჯვებს, ამ პუშკას უკან, მოსკოვს, შეტენიან.
სრული წონა 64 ტონაა, აქედან 5 მეტრი სიგრძის ლულა 44 ტონას იწონის.
ზარბაზნის ხელში შეთამაშების, და აწონვის მერე, ყუმბარებზე აღარ დავწვრილმანდი.

2014 წელია, ფოტოზე,
აპრილი იყო მაშინაც, დღეს მიტომ გავიხსენე,
ზუსტად ერთ კვირაში სამოქალაქოში გადაცმულმა რუსმა სპეცრაზმელებმა დონეცკის გოსადმინისტრაციის შენობა დაიკავეს, ბარიკადები მოაწყვეს.
ანუ, 2014 წელს აისრულეს 2001 წლის ცარ-პუშკით გაკეთებული ნამიოკი.
რამდენიმე დღეში ქალაქის ყველა გასასვლელ -შემოსასვლელთან ბლოკპოსტები ქონდათ განლაგებული, და ყველა ნეუდაჩნიკი, და ცხოვრებაზე გაბოროტებული რუსი ჩმო იქ იდგა, და იარაღით აბლატავებულს კაცი ეგონა თავი.
კაცი კი არა, რუს ობივატელზე მეტი დამპალი, და ყველაფერზე წამსვლელი არ არსებობს ამ ქვეყანაზე, და მით უმეტეს, თუ იარაღი მიეცი ხელში.
ხოდა, დარბოდა კიდეც 2014 წლიდან.
რა უნდოდათ, აღმოსავლეთ უკრაინაში მოსახლეობის 80% რუსი ცხოვრობდა, რუსული ენა სახელმწიფო იყო, ყველა დიდ თანამდებობაზე მოსკოვის დასმული კაცი იჯდა, ყველა დიდი ბიზნესი რუს ქონდა,
ნებისმიერ არჩევნებს მოიგებდა რუსი, ნებისმიერ პოლიტიკოსს იყიდიდა, – არ ქნეს, მაინც ომზე წავიდნენ.
და უკრაინაში მაცხოვრებელი ყველა რუსი ბომჟი რომ შეაკლეს, მიტომ შევიდნენ მერე ჯარით.
რატომ ვყვები ამ ყველაფერს, და უკრაინელებმა დაიწყეს ომიო, და რუსმა სპეცოპერაციით უპასუხაო, აქ რომ წერთ ზოგი, და ნებით, თუ უნებლიეთ საქართველოშიც რუსული წესის დამკვიდრებას რომ ემსახურებით.
ერთიორი დღე უნდა გაცხოვროთ კაცმა რუსული ჩექმის ქვეშ, და მიხვდებით ვინ არის რუსი.
რაიმე წაიკითხეთ, გაანალიზეთ, რატომ გინდათ ხალხმა იფიქროს, რომ ხელფასს გიხდიან თავის გამოშტერებაში.
აპრილის ბოლოს წამოვედი რაღაც საბუთის გამო, და ორ კვირაში ისევ უკან უნდა ჩავფრენილიყავი, ბილეთი აღებული მქონდა, და ზუსტად ჩემს რეისის წინა დღეს, რუსებმა დონეცკის აეროპორტი დაბომბეს.
ზუსტად წინა დღეს,
სულ სხვანაირად წავიდოდა ჩემი ცხოვრება, ის ერთი დღე რომ არა..
და რა ვიცი, საიდან, და როგორ მოგილოცავდით ხარებას.
გილოცავთ, ყველას,
და განსაკუთრებით იმათ ვულოცავ, ვინც დღესაც ომობს უსამართლობასთან, და ძალადობასთან, უკანონობასთან, თუ ნაგავ კანონებთან ომობს, საქმით, თუ სიტყვით,
ომობს საქართველოში, თუ საქართველოს გარეთ, მაგრამ საქართველოსთვის.
გამარჯვება გეხარებინოთ.
სანამ ასეთები ხართ, არც არასოდეს დაიჯერებს ვინმე, რომ მეზარბაზნეები არა ჰყავს მეფე ერეკლეს.
.