You are currently viewing მერე, რა..

მერე, რა..

დღეს, მნიშვნელოვანი რამ მოხდა,
დღეს, პირველად, ამ 30 წლის განმავლობაში, ხალხმა, 9 აპრილს დამოუკიდებლობისთვის ომში დაქცეული სისხლისთვის შეურაცხყოფის მიყენების უფლება არ მისცა სისტემას.
არ მისცა ფარისევლობის და მარიაჟობის უფლება.
როცა ვამბობ “სისტემას”, მასში, როგორც ივანიშვილის რეჟიმს, ისე მისი წინამორბედების, სააკაშვილის, და შევარდნაძის რეჟიმებსაც ვგულისხმობ.
ვერანაირ განსხვავებას მათ შორის ვერ ვხედავ, რადგან გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების რუსეთის ძალით, და სამხედრო პუტჩით შეცვლის შემდეგ, უკანონო და არალეგიტიმური იყო და არის დღემდე ყველა ხელისუფლება.
და შესაბამისად, ყველა ხელისუფლება იყო და არის ერთი და იმავე რუსული, ბოლშევიკური სისტემის მემკვიდრეც და სახეც.
და შესაბამისად – მოძალადე!
დღევანდელი 9 აპრილი ამ 30-წლიანი სისტემისთვის სახეში გალაწუნებაა, და ეს დღე ასეც შევა ისტორიაში.
და კიდევ ერთი,
შეიძლება უკვე ვთქვათ, რომ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებისგან სულ ახლახან შექმნილმა ძალამ პირველი გამოცდა ჩააბარა,
და მერე რა, რომ გამოცდილება არა აქვთ, მერე რა, ათასი პოლიტნაგავი რომ ეტმასნება, მერე რა , ქარიზმატულად რომ ვერ გამოიყურებიან, მერე რა, რომ ზოგჯერ დავარცხნილად ვერ საუბრობენ,
მათ გააჩნიათ მთავარი, – გულწრფელობა,
მათ აქვთ მთავარი, – სიმართლე,
და მათთან არის ახალგაზრდობა,
და ეს ისეთი სამეულია, რომლის წინაშე უკან იხევს ნებისმიერი რეჟიმი და დიქტატურა.
ისე მართლა, რა არის, რა..
ახალ წელს ნაძვისხე არ აზეიმეთ, მერე მოსამართლეებს რესტორანი არ შეარჩინეთ, ახლა მემორიალთან არ მიუშვით ,
თქვენ იმდენს იზამთ, 14 აპრილზეც არ გააკარებთ დედაენის ძეგლს, მერე 26 მაისის პარადსაც არ ჩაატარებინებთ,
მერე თბილისი – მოსკოვის თვითმფრინავზეც არ აუშვებთ, ხო?
ბარემ მურუსიძესაც გაასამართლებინეთ,
მე შენ გეტყვი და უარს გეტყვით, მაგათ გასამართლებაზე.
ხო, რა მოხდა, იუმორის გრძნობაც აქვს ისტორიას.
მანამდე,
დღევანდელ დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს გილოცავთ ყველას.
გამარჯვებით გევლოთ!
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა