You are currently viewing მესამე გზა

მესამე გზა

პოლონეთში 2023 წლის 17 აგვისტოდან რეფერენდუმის შესახებ კანონი ამოქმედდა,
ამიერიდან პოლონეთში რეფერენდუმით გადაწყდება სტრატეგიული ობიექტების უცხოელებზე გაყიდვა, ქვეყანაში მიგრანტების შემოსვლის საკითხიც, საპენსიო ასაკის გაზრდაც, და პოლონეთსა და ბელარუს შორის ღობის ყოფნა -არყოფნის საკითხიც კი რეფერენდუმით გადაწყდება,
და ჩვენ?
ჩვენ, 30 წელი 150 იდიოტ, მედროვე პოლისჯოხ პარლამენტარებს ვაწყვეტინებთ ჩვენს ბედიღბალს.
სულ რამდენიმე ქვეყანა არის დარჩენილი ევროპაში, სადაც ასეთი კანონი არ მუშაობს, და ეს ქვეყნებიც ყოფილი სოციალისტური ბანაკიდან არიან.
რუსეთზე და ჩინეთზე არაფერს ვამბობ, ამ ქვეყნებში საერთოდ მიუღებელია რეფერენდუმი.
ჩვენ გვჭირდება დემოკრატიის მექანიზმები, -რეფერენდუმიც და გამოწვევის მექანიზმი – გვჭირდება, რომ ქვეყანა მართლაც დამოუკიდებელი გახდეს, და არ იყოს ხან მგელთან , ანუ რუსეთთან, და ხან მგლისფერ ძაღლთან – ევროპასთან.
ჩვენ გვჭირდება რეფერენდუმი და გამოწვევის მექანიზმი, რომ მესამე გზაზე გავიდეთ, სუფთა ქართულ გზაზე –
გავიხსენოთ როდის და ვინ საუბრობდა კავკასიური სახლის იდეაზე,
ეს თემა უნდა განვავითაროთ, და არა მხოლოდ კავკასიურ სახლის, არამედ მსოფლიო მცირერიცხოვან ერთა კავშირის იდეა უნდა წამოვწიოთ წინ.
სუსტმა სუსტი უნდა ეძებოს, რომ გაძლიერდეს.
დედამიწაზე მიმობნეული მსოფლიო მცირე ერების მოსახლეობა 320 მილიონამდე ადის,
ხომ წარმოგიდგენიათ რა ძალა იქნება ამ რაოდენობის ხალხის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირი?
მსოფლიო მცირერიცხოვანი ერების კავშირი და ცენტრით საქართველოში.
ამ ფუნქციის თავისთავზე აღება მოგვცემს საშუალებას როგორც თანასწორი ისე ვესაუბროთ ზესახელმწიფოებს,
არ გავაკეთებთ ამას და გავქრებით, ან რუსი გაგვთელავს, ან ჩინეთი ჩაგვყლაპავს, და ისევ ამერიკის და ევროპის ჩუმი თანხმობით.
ამ თემაზე უნდა ვსაუბრობდეთ ახლა და არა ათას უაზრობაზე, რომ გვაქაქანებენ პოლიტნაგვები.
ოვერტონის ფანჯარა უნდა შევაღოთ ამ თემაზეც, ისევე როგორც რეფერენდუმზე გავაკეთეთ, ისევე როგორც უპარტიო საქართველოზე ვაკეთებთ, მცირერიცხოვან ერების კავშირზეც უნდა დავიწყოთ საუბარი, და როცა საზოგადოების დიდი ნაწილი მიხვდება ამ კავშირის აუცილებლობას, დაიწყება პროცესიც.
ვისაუბროთ, გავავრცელოთ ამის შესახებ ინფორმაციები, სულ ერთი წამის საქმეა,
ძნელია?
აბა, ვიღაც პოლიტნაგავმა რა თქვა, ის არჩიო სჯობია, ?
ვიღაცას აგინო და ლანძღო, და მერე იმ ვიღაცამ შენ გაგინოს, სჯობია, ?
რატომ, ფულს იხდიან ლანძღვაში?
აბა, მახათს იყრი?
კაი, ძმაო,
მიდი, არ ააცილო.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა