
კარგი, უფრო მარტივად ვიტყვი,..
როცა უბანში ხან ერთი ახვარი, ნაკაჩავები ბიჭი სცემს და ავიწროებს პატარა ბიჭებს, და ხან მეორე, მასავით ახვარი ულაწუნებს, და როცა ამ ორ ახვარს ერთმანეთშიც მოსდით გარჩევები, და იმის გამო, მათ შორის რომელ ახვარს დარჩეს უბანი, პატარა ბიჭებმა ან ერთს, ან მეორეს კი არ უნდა დაუჭირონ მხარი, მეორეს დასაჩმორებლად, არამედ ეს პატარა ბიჭები უნდა გაერთიანდნენ ამ ორივე ახვარის წინააღმდეგ.
თუ მშვიდობა სურთ, ომისთვის უნდა მოემზადონ და უნდა მოემზადონ ერთად.
აი, ეს არის სულ, რაც უნდა ვიცოდეთ თუ რა უნდა ქნას პატარა ქვეყანამ, თუ სურს, რომ რომელიმე დიდმა არ გადაყლაპოს და არ გაქრეს.
აი, ეს არის სულ, რაც უნდა ვიცოდეთ საერთოდ გლობალიზმის წინააღმდეგ პატარა ერების ბრძოლის შესახებ,
აი, ეს არის რაც უნდა ვიცოდეთ “მსოფლიო მცირე ერების კავშირის” შესახებ.
“მსოფლიო მცირე ერების კავშირი”, მისი 220 მილიონი მოსახლეობით ახალი ძალა და სერიოზული მოთამაშე იქნება გეოპოლიტიკაში.
დიახ, არა მხოლოდ კავკასიური სახლი,
არამედ მსოფლიო მცირე ერების კავშირი და ცენტრით საქართველოში.
დიახ, ჩვენ ეს ფუნქცია საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ-
ერს სჭირდება ახალი გეოპოლიტიკური ფუნქცია,
კაცობრიობას უნდა სჭირდებოდეს ერი, სამყარომ არსებობა რომ გაუხანგრძლივოს.
