და ისევ დროში მოგზაურობა,
და ისევ ძველი თანამგზავრებით,
თეთრ ქვებს არ უკვირთ უცნაურობა,
უკანასკნელი დინოზავრების, –
რიონისპირით, ნიავთამქარით,
მისიმღერებით, შვიდსიმიანის,
შევხვდით კვლავ ხიდთან, ქალაქით მთვრალი,
მე, და პაოლო, და ტიციანი.
.
გუჯა ბიძია.
.