You are currently viewing მე მაინც მჯერა

მე მაინც მჯერა

ასეთ შემთხვევებში, სულ ის მახსენდება, სიძე მყავსო, ხის ამოთხრა შეუძლიაო, მაგრამ ამოთხრილი სად წაიღოს არ იცისო, მერე.
აბა, რა ვთქვა,
ორი თვის განმავლობაში, ლამის ყოველ მეორე დღეს ათიათასობით კაცი გამოიყვანო ქუჩაში და მაინც ვერაფერი გააკეთო, ამასაც ალბათ ნიჭი უნდა.
კაი, გასაგებია, რომ გოგობიჭებს არა აქვთ გამოცდილება, და გასაგებია, რომ პროტესტის შიგნითაც არსებობდნენ ძალებიც, ვისაც აწყობდათ, რომ ყველაფერი ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა.
მაგრამ ტალღა მაინც გოგობიჭებმა ააგორეს, და ერთმანეთში კოორდინაცია მაინც ხომ უნდა ქონოდათ ახალგაზრდებს?,
ყველა ჯგუფი თავის ჭკუაზე დადიოდა ამ ორი თვის განმავლობაში.
თორე, ოპოზიციას რა თქმა უნდა აწყობდა ასეთი რასკლადიც, და რა თქმა უნდა აწყობს ის შედეგიც, რაც დადგა.
რადგან, ახალგაზრდები რომ მიმხვდარიყვნენ, რაც უნდა გაეკეთებინათ, და თავიანთი ძალებით რომ დაეკომპლექტებინათ პროტესტის მართვისთვის საჭირო რაღაც სტრუქტურა, და შემდეგ მათ მიერ აგორებული ტალღის შედეგად ჩამოშლილიყო რეჟიმი, ძველი პოლიტბოზებიდან ალბათ ვერც ვერავინ მოხვდებოდა თუნდაც ტექნიკურ, დროებით მთავრობაში, რომელსაც რეფორმების გატარება და მომავალი არჩევნების მომზადება დაევალებოდა.
სულ ახალი სახეები გამოჩნდებოდნენ,
მაგრამ ის, რაც მოხდა ახლა, ამ მარადმწვანე პოლიტაფერისტებს აძლევს შანსს, არ აღმოჩდნენ სანაგვეზე, და არჩევნების საშუალებით კვლავ მოხვდნენ პარლამენტში.
ეს არის მათი მიზანი.
იმ ძალადპრეზიდენტის, ახლა რო გახდა ანგელოზი ოპოზიციისთვის, ხო, სალომეს მიზანიც ეს არის, თორე თავის ქარტიაზე ხელისმოსაწერად პარტიებს რომ მიმართა, ახალგაზრდების წარმომადგენლებსაც მოიწვევდა,
რატომ არ დაუძახა?
აბა, საქმე ახალგაზრდებს სურს გააკეთებინოს, და პარადი ისევ ბოზებმა უნდა წაიყვანონ?
ისე რა უნამუსოდ იდგნენ გუშინ საღამოს სცენაზე, თითქოს ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ რა ვქნათო, ამის თქმა უნდოდათ.
ეგ არის, ეგ,
როგორც მმართველ ძალას, ისე მის ვითომდა ოპოზიციასაც, ეშინია ახალგაზრდების.
ეს ერთი დასკვნა, ამ ყველაფრისგან,
და მეორე ის, რომ
არა გვყავს ელიტა, რომელიც ერს ასეთ კრიტიკულ მომენტებს გამოატარებს.
ჭეშმარიტ ელიტაზე და ჭეშმარიტ ინტელიგენციაზე მაქვს საუბარი, და არა ბუღაძეებზე, ამაღლობელებზე, ბერძენიშვილებზე, სამუშიებზე, მეტრეველებზე, და „აქ იყო მთელი თბილისი“, მასტებზე და სხვა მამაძაღლებზე,
ორივე მხრიდან, და პოლიტნაგვებზე, და ფულის ტომრებზე, ხო საერთოდ ზედმეტია საუბარი.
ელიტა ვერ გამოვზარდეთ, უნივერსიტეტებმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულეს, 30 წელი დავკარგეთ.
საზოგადოებას არ ჰყავს მართლაც ეროვნული ელიტა, ამიტომაც სულ ტყუილად იხარჯება ახალგაზრდების ამოდენა ენერგია.
მაგრამ ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ყველაფერში მაინც გოგობიჭები არიან,
მადლობა, მათ, მართლაც არსაიდან რომ გამოჩნდნენ, ასეთები, მართლები, და გულწრფელები.
ისევ ეს გოგობიჭობა უნდა გახდეს ელიტა.
არ ვამბობ, დღეს და ხვალ, და არც ორ და სამ წელიწადში მოხდება ეს, მაგრამ ისევ ისინი უნდა გახდნენ ელიტა.
და რადგან არ არიან გულგრილნი, და რადგანაც მალე უღებენ ალღოს ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, ერთხელაც მიხვდებიან , რომ თავისუფლებაში გაზრდილი თაობა, არც არავის არ უნდა ენდოს, საკუთარი თავის გარდა.
გამარჯვებით ევლოთ!
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა