
ერთი პერიოდი აივსო სოცქსელი მზესუმზირების ველზე გადაღებული ულამაზესი ფოტოებით.
განა, იქვე, ნეხვი არ არის?
მაგრამ არავის მოსვლია აზრად მინდორში საქონლის დიდ ფუნასთან ფოტოების გადაღება , ხო?
ასეა, მაგრამ რეალობაში სულ მთლად ასე არ არის, თორემ რატომ უნდა ამოარჩიოს ვინმემ 7-8 მარტის უამრავი კადრიდან ერთიორი ნაგავი, ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, რუსთაველის თეატრის კედელზე ვიღაც მართლა სირის გაზრდილისგან მიხატული სირი, და დადოს კედელზე, როცა იმ დღეების უამრავი, მართლაც ულამაზესი მომენტია დაფიქსირებული?
რუსთაველზე გამახსენდა, და განა იმ მამაცხონებული შოთას დროს, არ იყო ბოზობა, ღალატი, შური, მამაძაღლობა, გინება, და დედის სულის ამოტრიალება, მაგრამ რაზე დაწერა, ხო?
იმიტომ, რომ იცოდა იმ კაცმა,
კარგზე უნდა ისაუბრო, კარგი რომ მომრავლდეს.
აი, ეს ის ბავშვები არიან, არსაიდან რომ მოვიდნენ, საქმე რო გააკეთეს, გაკეთების შემდეგ რო დაალაგეს, დაასუფთავეს, და გაქრნენ ისევ, ათასობით თავისნაირებში, ჩვეულებრივებში.
ჩვეულებრივებში, ხო,
მაგრამ ერთნი, ამათ, გაუზრდელებს, მავნებლებს, და მართულებს ეძახით,
მეორენი, ბავშვებს ნუ აქებთო, თავს გაუვათო,
რა დავუძახოთ, აბა?
უზრდელები დავუძახოთ?
მათ სიკარგეს თვალი ავარიდოთ?
აბა, გაზრდილი ვის დავუძახოთ?- თქვენ?
გინდათ, ხო,?
და ვინ შევაქოთ, აბა? – ისევ თქვენ?
ეს უფრო გინდათ, არა?
უმეტესობას ოჯახის წევრებიც არაფრად გაგდებენ, და ვიღაცამ რომ გინდათ მოგისმინონ, კარგი რამ გითხრან, და შეგაქონ, მიტომაც რომ ხართ ამ სოცქსელებში?
უმეტესობა, იმ თაობიდან, 30 წელია, თავზე რომ გასვრიან, და მაინც რომ ვერაფრით გაგაბრაზეს, იმ თაობიდან.
და პოლისჯოხიც რომ დაგისვან ხელისუფლებაში, უცებ რომ გიყვარდებათ, იმ თაობიდან.
“ნუ იქნება, ოღონდ ბუნტი, სხვა რაც გინდა იყოს,” იმ თაობიდან.
არა ხართ სსრკში ჩარჩენილი თაობა?.
ზოგი ისევ და აშკარად რუსისკენ კისერმოქცეული, ზოგი კი ვითომ რომ ევროპელობთ, მაგრამ საბჭოური ტვინმოხნულობა მაინც ზედ რომ გეტყობათ.
რადგან მუდამ სხვას ასწავლით შორიდან რა ქნას, როგორ ქნას, და თვითონ თითის გარყევაც რომ არ გინდათ.
სხვა რომ აკეთებდა საქმეს მუდამ, მაგრამ თქვენ რომ მიიწერდით.
სოცქსელებში კაკანი, და ლაყაფი საქმის კეთება რომ გგონიათ, ის თაობა.
უმეტესობა, ხო, ამ თაობიდან, თორე ამ თაობიდან მართლა ნაომარი, და საქმის მკეთებელი ხალხი, არც არასდროს კადრულობს არც თავისთავზე საუბარს, არც მომავალი თაობის ლანძღვას, იმიტომ რომ კარგად იციან, როგორები იყვნენ თვითონ ერთ დროს.
აი, თქვენნაირები კადრულობენ, ზოგი ფულის გამო, ზოგი თავიანთი პატარაკაცობის გამო,
და როცა თქვენსავით ნარჩენებს და ზედმეტობასაც გაიტანენ ეს ბავშვები ხელისუფლებებიდანაც და ქუჩიდანაც, და თავის ადგილს მიგიჩენთ, მაშინ დალაგდება და დაწყნარდება ეს ქვეყანაც.
ასეა, ასე, ზოგი ნეხვს ეძებს, ზოგი კიდევ მზესუმზირასავით გოგობიჭებს.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
