
გათეთრებული რითმები, ჩემი..
–
მე ვკლავდი..
ვკლავდი , გულმოდგინებით სურვილებს ჩემსას,
მრავალწერტილი რასაც კი ესვა.
მე არითმიას სიზმრებს ვაკლავდი,
რითმში ვმარხავდი,
არ ვინახავდი,
არც ვაპირებდი, რომ სიცხადეში მეძებნა სადმე ,
სად ცხადი აბა, და აბა , სად, მე ?
თუმცა კი სხვები მამჩნევდნენ, ალბათ..
ზოგი გულწრფელად, ზოგი კი ყალბად
მაწევდენ სიტყვას , ელოდნენ “ჰო“-ს, თქმას..
მირწევდნენ ასობგერას და რითმას.
ეს სხვები, სხვები, თორემ მე მხოლოდ იმას ვხედავდი,
რომ ხატს ასე ვერ გამოვჭედავდი.
და ენთებოდა ცოდვას თვალები აურზაურზეც,
ერთ ბეწო ჩქამზეც –
ჩემს საფეთქელთან გადაწეულ ჩახმახის ხმაზე.
.. და ვიყავ სპეცი, და მოყვარულის დონეზე არა,- გათვლით და გეგმით, მე მივდიოდი დანაშაულზე.
ზუსტად ვიცოდი – არ ქონდა აზრი, ვინმეს ტიკტიკზე, ანდა ხმაურზე,
ახურუშებულს, ხან დენდს, ხან ბანდიტს,
ჩემივე ყელზე, ჩემივე ხელით, შემება ბანტი,
ყულფი , თუ ნასკვი და მონდომებით,
სუნთქვა შემკვროდა ამ ყელსახვევის დავიწროებით..
თუ მკვლელობაა, მკვლელობა იყოს, სადისტს რა მიგავს,? მსხვერპლი მართლაც და რატომ ვაწვალო,
( გამიკვირდება, ასჯერ სიზმრისმკვლელს, მე, თვითმკვლელობა ვინმემ მასწავლოს.)
ბოროტებაა, ახალშობილი რომ გამოაწრთო სითბო – სიცივით,
დაბადება ხომ განწირულია უკვე სიკვდილით,
ახალშობილი სიკვდილს რომ ხედავს , მიტომაც ყვირის ,
მიტომაც ტირის.
и вот Гуманист, блядь, притом сранный,
решил стрелнуть я,
странный я, странный..
..სჯობს გაისროლო, ტყვია ესროლო სურვილებს ნახმარს,
და მეც ვუშვებდი ჩემს საფეთქელთან მიტანილ ჩახმახს,
ველოდი მის ხმას.
ალბათ, გავ – წე – ლე , გასროლაც დროში,
მქონდა გაწელვის, ეტყობა ხოში.
უდღეურსაც ხომ უნდა დღეობა,
ჰქონია ფასი სულმოკლეობას,
დროში გაწელილს, ფასი ჰქონია სულ ერთი გროშის,
ჯერ, ერთი გროშის.
ტყვიას ველოდი გარემოების
განმეორების,
სულმოკლეობის ტყვიას ველოდი,
საფლავის ლოდით.
გადამხმარ სიზმარს ვერ აცოცხლებდა არყის ჭინკებით ამოტენილი ჭიქის ფრიალიც,
და იქნებ, მართლაც, ამ დასაზეთი ფიქრის ჭრიალით, გაღვიძებოდა იღბლის მეუფეს – შემთხვევითობას,
გადაღლილიყო ფარდობითობაც
და ალბათობაც,
და იქნებ , მართლაც, ფუჭი გასროლა შემორჩენოდა კვამლად საფეთქელს,
აცილებოდა ტყვიის საჭრეთელს,
ჰო, ნება, ნება ვუშვებდი ჩახმახს,
სიზმრადშობილი კი აგრძელებდა თავისთვის თამაშს,
ემსგავსებოდა ენგურისწყალში შევარდნილ თარაშს.
ემატებოდა გროში გროშზე და ფერს იცვლიდა სულმოკლეობაც,
სურდა დღეობა, სულგრძელობა, და სულთამზეობა..
და მრავლდებოდა ფუჭი სროლებიც,
არ იცვლებოდა მხოლოდ როლები :
მე,
საფეთქელი,
ჩახმახი,
და კვამლის რგოლები..
და, გაცვდა, გაცვდა, უკვე მიზანი,
და რაც გამოჩნდა , ვეღარ ვიცანი –
გადაეფარა სამიზნეს ჩემსას უხერხულობა,
დაბოლებული უსასრულობა,
გადაეფარა იმის მიხვედრა:
რომ დუელს მხოლოდ ერთი ჰყოლია აქ მონაწილე..
რომ როლები ვერ გავანაწილე
რომ არ სურს უკვე მიზანში ყოფნა მოპირდაპირეს ,
რომ ჩემს თავს, მსურველს და არა გულგრილს, უაზრობაა რაც დავუპირე,
გრძნობააღერღილს, ამ მოლოდინით, რაღაცით დამთბარს ,
დათაფლულს, დამტკბარს,
შემომეხვია ჩემი მსგავსი, და ჩემით აცრილი, შემთხვევითობა,
და აღარ მინდა , ჩემი გაქრობით მისი გაქრობა.
მე აღარ მინდა ეს პაექრობა!
და დგას გასროლა..
ეჭვით მიცქერის ზომის ამღებიც, მე – მეკუბოვე,
უკვირს , ჰო, უკვირს, ზომის აღება ხომ თვითონ ვთხოვე,
და სინანულის თვალი აქვს ღია გაჭრილ სამარეს,
გაწბილებულა, რომ მშიერ პირში, გაცხადებული ჩვილი სიზმრები არ ჩავაყარე,
აჰა,
წაიღე , სადღაც თრევისგან გათეთრებული ჩემი რითმები,
ჰო, ნებას გაძლევ, დალილას ხელით, შემჭრა ეს თქმები,-
სამსონის თმები.
და აღდგომა დღეს,
აქვე, ახლავე ,
გესმის ? ახლავე !
და- ა – სა – ფლა – ვე !
მე კი მადროვე,
იავნანასთან ერთად, მადროვე
ახალშობილთან, მარტო, დამტოვე.
” მზე შინა და მზე გარეთა,
მზევ, შინ შემოდიო,”
მოგიყვები ამბავსაო,
მზევ, შინ შემოდიო,
ნახე , ვინ წევს აკვანსაო,
მზე შინ შემოდიო,
მოეფინე ჰალალსაო,
მზე შინ შემოდიო..
.
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.