You are currently viewing მიამიტები, ხართ, თუ..?

მიამიტები, ხართ, თუ..?

2014 წელია აქ.
მე არ მეზარება ამ ფოტოს გამოფენა ყოველ წელს, იმის შესახსენებლად, რა უნდა გაკეთებულიყო ჯერ კიდევ 9 წლის წინ, რომ არ მომხდარიყო ყველა ის მავნებლობა, რაც მოხდა 2014 წლის შემდეგ დღემდე.
რომ შესრულებულიყო სამივე მოთხოვნა,
დაკანონდებოდა დეპუტატის გამოწვევის მექანიზმიც, აღდგებოდა სრულუფლებიანი რეფერენდუმიც და დალაგდებოდა ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა –
ანუ, დამთავრდებოდა ნაცქოცური კოჰაბიტაციაც,
აღარ გაიყიდებოდა მიწები, წიაღისეული, სტრატეგიული ობიექტები,
დაფასდებოდა შრომაც და მუშახელიც, აღარ მომრავლდებოდა ემიგრანტი და მიგრანტი,
აღარ გაჯეჯილდებოდა უზნეობაც, არ იქნებოდა კოვიდტერორიც და კიდევ ბევრი რამ და კიდევ ბევრი ვინმე.
მაგრამ, რა? არც არაფერი,
რადგან მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ორგანიზაცია, რომელიც კი მაშინ მეტნაკლებად ეროვნულობდა, დავიარე კარდაკარ, მაინც მხოლოდ ათამდე ადამიანი ვიდექით ორი დღე რუსთაველზე.
ხო, მე წელსაც არ მეზარება ამ ფოტოს დადება, მაუსის ერთი გარყევა და ეგაა..
მაგრამ იმ ხალხზე უკვე მეცინება, თან მეცოდებიან, ყოველ წელს ქუჩაში რომ არბენინებენ ხან ტაბურეტით, ხან კომბლით და ხან მახათით,
2014 წლის შემდეგ ანტიდისკრიმინაციული კანონის წყალობით ლგბტ მიმართულების 100 -ზე მეტი ორგანიზაცია 120 მილიონი დოლარის დაფინანსებაზე დასვეს, ამხელა მაყუთზე არიან მიწებებული და ამათ ტაბურეტკით გააჩერებ?
აწყობთ კიდეც, თუ გამოეკიდები.
ხო, სხვა მოთხოვნებზე აღარაფერს ვამბობ, ალბათ კიდევ 9 წელი უნდა გავიდეს, სასტავებმა რომ გაიგონ ის ორი მოთხოვნა რას ნიშნავს,
მაგრამ ყოველწელს, პირაქაფებულებმა რომ არ ირბინონ წინ და უკან, იმას მაინც ხომ უნდა მიხვდნენ, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება რომ უნდა მოითხოვონ?
ნუ, შეიძლება კი ხვდებიან, მაგრამ ვინც არბენინებთ, მაღლიდან, იმათ არ აწყობთ, ხო,?
ის მაინც თუ ახსოვთ, ვინ მიიღო ეს კანონი,?
კაი, ძმაო, ირბინეთ აბა, კიდე, და აკეთებინეთ მაყუთი ქათმებსაც და იმათაც, ვინც ყოველ წელს ქათმებზე ერთდღიანი ნადირობის უკვე ტრადიციად ქცეულ სეზონს ხსნის.
ან მაგარი მიამიტები ხართ, ან მაგარი გოთვერნები.
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა