ნაღდად დავიკიდებდი ამ “მიდიმოვდივარ” ამბებს, რომ არა, ამ აქციაზე ობივატელის მისათრევად გასხმული ქაფი..
პლებისციტი და მშვიდობაო, ხო?
ერთი უკანალიდან რომ არიან დაგდებულები, ნაციც და ქოციც, მრავალჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
არც ერთს და არც მეორეს არანაირად არ სურს რომ ობივატელში დამკვიდრდეს აზრი რეფერენდუმის მნიშვნელობის შესახებ, და ნაცი არჩევნებს ეძახის მუდამ რეფერენდუმს,
და ქოცი, ხალხის ძალაუფლების ასრულების საშუალებაზე, – რეფერენდუმზე – მაღლა აყენებს პლებისციტს,
ნაცზე უკეთ ვინ იცის, რომ არჩევნები ყალბდება, და აბა, რად ავლებს პარალელს არჩევნებსა და რეფერენდუმს შორის?,
და ქოცმა განა, არ იცის, რომ პლებისციტი უბრალოდ ხალხის აზრის გამოკითხვაა, და მეტი არაფერი, და რომ კანონმდებლობაში ეს არაფრით არ აისახება?
და თუ არ აისახება, ვის რა წიწიბურად სჭირდებათ ასეთი გამოკითხვა,
ერთმაც და მეორემაც იცის ეს ყველაფერი, მაგრამ რეფერენდუმის მნიშვნელობა ხომ უნდა გააფარჩაკონ?.
ერთი უკანალიდან არიან ორივე, და ჭიის წამლით დაყრილები, მეთქი, ტყუილად არ ვამბობ.
ჯერ კიდევ 1995 წლის კონსტიტუციით აახია შევარდნაძემ ხალხს საკუთარი ნების რეფერენდუმით დაკანონების უფლება, და გაუდვილა პოლიტნაგვებს ქვეყნის ძარცვა,
მის მერე მისი მემკვიდრეები ყველაფერს აკეთებენ, რო ობივატელი კიდევ უფრო დაიბნეს, გამოთაყვანდეს და არ მოითხოვოს ის მთავარი, რაც მას თავის დაცვაში დაეხმარება.
რა შევცოდეთ ამ ღმერთს, ნაცის ჭირი გვაკლდა, ქოცი რომ ზედ არ დაემატებინა?
და თან ასეთი?
აი, ამათ უნდათ პლებისციტი და მშვიდობა?
მოდი, ერთი წუთით შევეშვათ, ამ “მიდიმოდი” აქციის ნამდვილ მიზნებს,
უბრალოდ რა დონის გრეჩიხა უნდა იყო, და რა დონის კიდალა და გადამგდები,
რო რუსეთისკენ მარშიროვკით მიმავალმა იკადრო და ანწუხელიძის შვილების სურათები აიფარო ფარად.
დაავიწყდა, ვის ეომებოდა ანწუხელიძე?
ვინ აწამა? ვინ მოკლა?
ან, ხაინდრავამ უნდა აგიხსნათ რა არის მშვიდობა?
სულ პლებისციტით და ხალხის აზრის გამოკითხვით დარბოდა ხო, ავტომატით რუსთაველზე?
ესენი გასაგებია რასაც აწვებიან, საითაც აწვებიან და ვისი დავალებით აწვებიან, და ვის უწვებიან.
მაგრამ სხვებს დაავიწყდათ,
ვის დროს შემოიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი?
დაავიწყდათ, ვინ ააფეთქა საყდრისი?
დაავიწყდათ ვის უნდოდა კანაფის პლანტაციები, და ნარკოტიკებით თაობების გადაჯიშება?
ვინ მიგვათრევს რუსეთისკენ და რატომ, დაავიწყდათ?
ვის უნდა, საქართველო ქართველისგან დაიცალოს, და ვინც აქ დარჩება, დანოსჩიკები და ანონიმშიკები რომ გახდნენ, ვის სურს, დაავიწყდათ?
ამათ თუ დაავიწყდათ, ამათ მამამარჩენალს არაფერი ავიწყდება, დროს ელოდება როგორც ყოველთვის, აი, ასეთების ხელით რომ გააკეთოს ის, რაც უნდა.
და ზოგი რომ ვითომ კაი ბიჭობთ, და ვითომ თბილისელობთ, რამ გამოგაიმასქნათ, ვის მისდევთ კუდში, სად მიყვებით.
გრეჩიხას და ხაინდრავას, კაცო?
აფერისტი და გადამგდები გაჩეჩილაძე და პუტჩისტი ხაინდრავა გასწავლით მშვიდობის ფასს, მართლმადიდებლობას, და ჩვენი შვილების მომავალს?
აქციის დღისთვის ამინდის პროგნოზი რომ ვერ გათვალეს და ფეხბურთის დაწყების დრო, და რომ გეოპოლიტიკოსობენ აქ.
რამდენჯერ უნდა გამოგიყენონ?
თავმოყვარეობა საერთოდ აღარ შეგრჩათ?
თუმცა მეც ვის ვეკითხები, იმ მასტებს, ქალაქის საპატიო მოქალაქედ რომ ქათამი გვასალია დაუსვეს, და ხმაც არ ამოუღიათ?
.
გუჯა ბიძია