
– პარლამენტშიც ვერ შემოგიბედავთ, გაშინებენ, ხო, ქუჩის მავნებლები?
– თქვენც ხომ იცით, რომ ჩემი შეშინება მარტივი არ არის?
– ხოდა, აბა, მაისის პლენარულ სხდომებზე გელოდებით – გაუღიმა თეამ, და თითები დაუტკაცუნა, რადგანაც მიხვდა, რისთვისაც მივიდნენ დღეს მასთან, და იმასაც მიხვდა, რომ კლიენტი მომწიფდა.
– და სხვანაირად რომ მთხოვოთ?,-
გაუნაზა გახარიამაც, უკვე დაწყნარებულმა, რადგანაც ისიც მიხვდა, რომ მისი მზადყოფნა, არაფერი ეთქვა მამამზეს დანაშაულზე “გავრილოვის ღამის” დროს,- სათანადოდ იქნა შეფასებული.
– გავაგრძელოთ?- ისევ გაუღიმა ორაზროვანმა თეამ,
გავაგრძელოთ, – დაეთანხმა ორტრაკა გიოც..
.
აი, დიალოგის ეს მონაკვეთი იყო ჩეკას დღევანდელ სხდომაზე ყველაზე მნიშვნელოვანი.
სხვა ყველაფერი იყო დეკორაცია.
ხოდა,
“მივა კიკუ ამაღამ მაგასთან”
და ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?
ჩვენ დაველოდოთ, სანამ კიდევ ერთ კატას არ ჩამოგვიკიდებს მეცხვარე ჭერზე,
კატების თვლა ხომ ჩვენი ეროვნული მონაპოვარია?
ვითვალოთ, და ვიყოთ,
to be, or not to be – that is the question
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.
