მიმართვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს!
——————–
არ შეიძლება, 30 წლის განმავლობაში სამართლიანობის აღდგენისთვის ომობდე, სამართლიანობის აღდგენას ელოდე, და ლეგიტიმაცია მისცე იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც ამ 30 წლის განმავლობაში პირდაპირ, ან ირიბად ხელს უშლიდა სამართლიანობის აღდგენას.
დიახ, გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივად, რუსეთის მიერ ორგანიზებული სამხედრო პუტჩის მიერ შეცვლის შემდეგ ყველა ხელისუფლება იყო და არის უკანონო, და არალეგიტიმური.
შესაბამისად, უკანონო ხელისუფლებების მიერ ჩატარებული ყველა არჩევნები და არჩევნების შედეგები იყო და არის არალეგიტიმური.
უკანონო და არალეგიტიმური იყო და არის ყველა იურიდიული აქტი, და კანონი, რომელიც უკანონო ხელისუფლებებმა მიიღეს.
არალეგიტიმური იყო და არის ყველა პარლამენტი, ყველა მთავრობა, და ყველა პრეზიდენტი,
შესაბამისად, ყველა ის პოლიტიკური ძალა, ვინც იღებდა მონაწილეობას ასეთ არჩევნებში, მონაწილეობდა სისტემურ დანაშაულშიც, და მონაწილეობს დღემდე!
და რა თქმა უნდა, გამსახურდიასეული უზენაესი საბჭო ერთადერთი ლეგიტიმური ორგანოა დღეს საქართველოში.
ერთადერთი!
და ძალიან კარგია, ეს მიხვედრა რომ დადგა დღეს ყველასთვის, და იქამდეც, რომ პარტიებიც კი აღიარებენ უზენაესის საბჭოს უფლებამოსილებას,
და მით უმეტეს მაშინ, მით უმეტეს!
ამ ერთადერთმა ლეგიტიმურმა ორგანომ არ უნდა გააუფასუროს თავისი უფლებამოსილება, და რაც არ უნდა პოლიტიკური კრიზისი იდგეს დღეს ქვეყანაში, უზენაეს საბჭოს მართებს ასჯერ გაზომოს, სანამ დღევანდელი პოლიტიკური ძალებისგან შეთავაზებას მიიღებდეს მათთვის რაიმე სახის ლეგიტიმაციის მინიჭების თაობაზე.
კიდევ ერთხელ ვიტყვი.
მიზანი არ ამართლებს ყველა საშუალებას.
არ შეიძლება უზენაესმა საბჭომ ლეგიტიმაცია მისცეს იმ ძალის პოლიტიკურ მემკვიდრეებს , სამხედრო პუტჩით ძალადობრივად რომ შეცვალა გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება.
ეს იქნება ეროვნული მოძრაობის ღალატიც, და შეურაცხყოფაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაქცეული სისხლის.
არ შეიძლება ლეგიტიმაცია მისცე იმ პოლიტიკოსებსაც, ვინც შეიძლება ფიზიკურად არ მონაწილეობდა სამხედრო პუტჩში, მაგრამ დუმილით და უმოქმედობით გაამართლეს სისტემური დანაშაული.
არ შეიძლება ლეგიტიმაციის მინიჭება იმ პოლიტიკური ძალებისთვისაც, რომლებსაც არ მიუციათ სამართლებრივი შეფასება 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალებისთვის, და არაფერი გაუკეთებიათ, რომ გამოძიებულიყო პირველი და ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობა, და მეტიც, დევნიდნენ და ხელს უშლიდნენ პირველი პრეზიდენტის შვილს, ცოტნე გამსახურდიას, ბოლომდე მიეყვანა გამოძიება.
არ შეიძლება შევარდნაძის პოლიტიკურ მემკვიდრეებს, და “მოქალაქეთა კავშირიდან” გამოსულ პოლიტიკოსებს და პარტიებს მისცე ლეგიტიმაცია.
არ შეიძლება ლეგიტიმაცია მიეცეს იმ გარდამავალ, ტექნიკურ მთავრობასაც, რომელიც ასეთი პოლიტიკური ძალებისგან იქნება დაკომპლექტებული.
არ შეიძლება ასეთი შემადგენლობის მქონე ორგანოს მიეცეს უფლება არჩევნების ჩატარების,
ეს ნიშნავს, დაეხმარო დამნაშავე სისტემის ერთ ნაწილს, სისტემის მეორე ნაწილის ჩანაცვლებაში.
იმ სისტემის, რომლის ძალისხმევითაც აღმოჩნდა ეს ქვეყანა არასამართლებრივ გარემოში.
ეს არაფერს არ შეცვლის.
თავს ნუ მოვიტყუებთ.
ეს არ იქნება სამართლიანობის აღდგენა!
გამოსავალი არის!
პარტიები და პოლიტიკოსები, როგორც სისტემური დანაშაულის მონაწილეები, და ხელისშემწყობები საერთოდ უნდა ჩაიხსნან პროცესებიდან,
და უზენაესი საბჭოს ლეგიტიმაცია უნდა მიეცეს და ეკუთვნის კიდეც ლეგიტიმაცია ამ 170 – დღიანი სახალხო პროტესტის წიაღიდან გამოსულ უპარტიო ძალებს.
სწორედ მათგან უნდა დაკომპლექტეს გარდამავალი ტექნიკური მთავრობაც, ანუ ის ორგანო, რომელიც დაიწყებს არჩევნების მომზადებას.
დიახ, არა პარტიებიდან, არამედ ასზე მეტი საპროტესტო მარშის ორგანიზატორებისგან,
პლიუს, დამოუკიდებელი პროფკავშირების წარმომადგენლებისგან, და პლიუს, ყველა იმ დიდი სახალხო პროტესტის ორგანიზატორებისგან, რაც ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო ამ ქვეყანაში.
ძალა, რესურსი, და ავტორიტეტი ამათ აქვთ, თუკი ათასობით კაცის ქუჩაში გამოყვანა შეუძლიათ.
ეს ხალხი საკმარისია, პროტესტის ხელმძღვანელი ორგანოც და გარდამავალი, ტექნიკური მთავრობაც რომ დაკომპლექტდეს,
და უზენაესმა საბჭომაც სწორედ ასეთ ტექნიკურ მთავრობას უნდა მისცეს ლეგიტიმაცია.
და სწორედ ასეთი ტექნიკური მთავრობის მიერ ჩატარებული არჩევნების შემდეგ დაიწყება ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა.
სწორედ ასე, და არა სხვანაირად!
.
18. 05. 2025.
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.

