
რუსულ კანონზე უარესი გაგვიჩალიჩეს, –
საკანონმდებლო ცვლილება პრევენციულ დაკავებაზე.
ამიერიდან პოლიციელს შეუძლია მხოლოდ ეჭვის საფუძველზე დაგაკავოს და ყოველგვარი ახსნა – განმარტების გარეშე.
ხო, აბა?
ხო შეიძლება შენ რაღაც მავნებლობა გაქვს ჩაფიქრებული?
და არ სჯობს ციხეში იჯდე, ვიდრე დანაშაული ჩაიდინო?
ამას ქვია , ჩემო ბიძია, პრევენცია.
ხოდა, ჩაგსვამენ, და ამტკიცე მერე რომ ჩაფიქრებული კი არა, სიზმარშიც რომ არ დაგსიზმრებია სოლოლაკის შუშის სასახლემდე გვირაბის გათხრა.
ბიჯო, ბიჯო,
კიდევ ვერ მომინელებია, 200 000 კაცი რო იდგა რუსთაველზე და იმის მაგივრად საქმე ეკეთებინათ, ხან ხორუმს რო ცეკვავდნენ, და ხან კილომეტრიან სუფრებს რო შლიდნენ, და რომ ეგონათ, ამის დანახვაზე შერცხვებოდა სისტემას და თავისი ნებით ჩამოიშლებოდა.
ჩამოიშალა კი არა, ამერიკის ელჩი დენიგანი იქეთ ეახლა ბოჭორიშვილს,
ამ მართლა სისტემურ გაუგებრობას ეახლა, მოდით დავილაპარაკოთო.
და იცით ეს რას ნიშნავს?
ამერიკასაც და დასავლეთსაც უსახელო და უგვარო, და ას სხვადასხვა მარშად დაყოფილ პროტესტთან საქმის დაკავებას, ისევ უსახო და უგვანო სისტემასთან რომ ურჩევნიათ ურთიერთობა,
რადგან დასავლეთიც და ამერიკაც მარტივი ლოგიკით ანგარიშობენ,- თუკი 100 დღის განმავლობაში პროტესტის მონაწილეებმა პროტესტის ხელმძღვანელი რაღაც საკოორდინაციო ორგანოს შექმნაც კი ვერ მოახერხეს, ესე იგი ვერც ქვეყანას ვერ მიხედავენ.
და მართლებიც არიან.
სულაც არ ვამბობ ამას ნიშნის მოგებით, და მართლაც ძალიან მენანება ახალგაზრდების ამდენი წვალება, ამდენი ომი, და ამოდენა ენერგია უშედეგოდ რო გაიფანტა, მაგრამ რაც ამ ბოლო 30 წელმა ვერაფერი გასწავლათ , დღეიდან ის პოლიციელი გასწავლით, გზაში რომ შემოგხვდებათ, და მხოლოდ იმიტომ დაგაკავებთ, მის დანახვაზე რომ არ გაიქეცით.
რადგან ამ რეჟიმის ლოგიკით, ვისაც სისტემის არ ეშინია, ის ციხეში უნდა იჯდეს !
და ჩაგვსვამენ კიდეც ნახევარ საქართველოს.
და იქნებ ციხეში მაინც მივხვდეთ, რაც უნდა ვქნათ და რაც უნდა გავაკეთოთ.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.