ზრდილობამ გაგვწყვიტა იმერლები, თორე თათარზე მეტი ვიყავითო, – ისეა ჩემი საქმე,
2 მეტრი ვიყავი და კი დავრჩი აგერ მეტრადევიანოსტოპიატი, და სულ იმიტო, რომ ვცდილობ თავი შევიკავო და საჯაროდ არ ავიმყრალო პირი,
რა ხდება და ,
შენ ქაქანობ, და თუ ქაქანობ, და შენ იცი რიჟა ბაზარი, თუ იციო, ვინც ასეთებს მწერთ, არ მიცნობთ თქვენ მე,
ახლები ხართ ამ სივრცეში, და გიპასუხებთ მაინც და რაც შემიძლია ზრდილობიანად, ხო..
და რასაც ახლა ვიტყვი, ეს რომ ასეა, თუ ვინმეს ეჭვი შეეპარება, ამის დასტურად ჩაუყვეს აქ ჩემს კედელს, ანდა გადავიდეს საადგილმამულო საიტის ფორუმზე, ან საგაზეთო მასალებში, ანდა უბრალოდ დაგუგლოს, და ამოუყრის ჩემზე ყველაფერს.
ხო, ჩემო ბატონო.
ქაქანს და რიჟა ბაზარს რაც შეეხება, – არასდროს არ მისაუბრია მხოლოდ პრობლემაზე,
არასოდეს არ ყოფილა ჩემი მიზანი ვიღაც მეგინებინა ამ პრობლემის გამო, და იქ დამესვა წერტილი.
ყოველი პრობლემის ანალიზის დროს, აუცილებლად ვამბობ იქვე, თუ რა არის ჩემი აზრით გამოსავალი,
და არა მხოლოდ ვამბობ, ამ მიმართულებით ვეძებ და ვპოულობ თანამოაზრეებს, და ვიწყებ ქმედებებს, რომ სიტუაცია შეიცვალოს და პრობლემა გაქრეს,
და არა მხოლოდ ის კონკრეტული პრობლემა, არამედ, ის მთავარი პრობლემაც, რომელიც ყველა დანარჩენს ბადებს.
და გასაგებია, რომ არსებობს პრიორიტეტები, თუ რომელი პრობლემაა პირველხარისხოვანი, და რომელი მეათე და მეასე, და ასეთი თანმიმდევრობით მივდივარ მეც, და გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ხანგრძლივი პროცესია, და ხან ისე გამოდის, ხან ასე, მომენტში დროებით ჩერდება საქმე, მაგრამ მე ისევ მივდივარ მიზნისკენ, რაც შემიძლია და როგორადაც შემიძლია.
ასე ვაკეთებდი მუდამ, და ასე ვაკეთებ ახლაც.
და მიმაჩნია, რომ ესაა სწორედ მართებული პოზიცია და საქმის გულშემატკივარის პოზიციაც.
თუ არ აკეთებ ასე, და თუ მხოლოდ ლაპარაკობ, მაშინ უბრალოდ მახათს იყრი, და ვისაც გეხებათ ახლა რაც გითხარით, აბა, თქვენ იცით, არ ააცილოთ.
ა, ბატონო, ვეცადე ზრდილობიანად, და კი დამაკლდა ალბათ კიდე რაღაც მილიმეტრები სიმაღლეში , მაგრამ იმდენი მაინც დავრჩები ლაყაფისტებსაც, რუსიჩებსაც, და იმათაც, ახლა რო გამოიღვიძეთ, და რუსთაველზე ერთხელ გასეირნება საქმე გგონიათ, – ზემოდან რომ გადმოგხედოთ.
ანდერსთენდ?
.