
მეთქი, ვაცდი ერთი დღე,
მაგრამ ვხედავ ლამის ძეგლის დადგმას უპირებენ ფედერაციის წინ.
გუშინ მოკლედ ვთქვი,
მოვიგეთ, მეთქი, ფეოლა,
გახსოვთ, ხო, ის ფილმი,? გენიალური სწორედ,..
დიახ,
გუშინდელი მოგება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბიჭების დამსახურებაა, და ტყუილად აწებებთ ამ გამარჯვებასთან სხვებს,
ეგ ბიჭები უკვე პროფესიონალები მოვიდნენ ნაკრებში,
და თუ ვინმეს ამაგი აქვს ამ ბიჭებზე , როგორც ადამიანების და შემდეგ როგორც პროფესიონალების ჩამოყალიბებაში, ჯერ ოჯახს, შემდეგ აკადემიას, სადაც უმრავლესობა მათგანმა აიდგა ფეხი, შემდეგ კი საფეხბურთო კლუბებს, საქართველოში და ქვეყნის გარეთ, და ამ კლუბების მართლაც სუპერპროფესიონალ მწვრთნელებს ეკუთვნით მადლობის თქმა,
და არა ფედერაციის მაფიოზების მიერ შერჩეულ კადრს.
ნაკრებში შეკრებები ახალს ვერაფერს შესძენდა ბიჭებს, და თან ისეთი მწვრთნელისგან, რომელმაც ვერანაირად ვერ გაიგო ვერც ქართული ხასიათი, და ვერ გაიგო რა არის ქართული ფეხბურთი, არ იცის ჩვენი ისტორია, და არც სცემს პატივს გულშემატკივარს.
გუშინდელი გამარჯვება იყო მხოლოდ და მხოლოდ ქართული ნიჭის და გენის ზეიმი, და მასთან არანაირი კავშირი არა აქვთ არც ფედერაციის წურბელებს, ფეხბურთელი ფულის საჭრელი სტანოკი რომ ჰგონიათ.,
გუშინ მოვიგეთ იმიტომ, რომ ბიჭებმა იცოდნენ ერთი მთავარი,
რომ არც ერთ სხვა ერს არ სჭირდებოდა ეს გამარჯვება ისე, როგორც ჩვენ,
მოვიგეთ იმიტომ , რომ ვერც ერთი სხვა ერი ვერ იომებდა გამარჯვებისთვის ისე, როგორც ჩვენ!
მოვიგეთ იმიტომ, რომ 3 მილიონ ადამიანს ძალიან, ყველაფერზე ძალიან გვინდოდა ეს!
ამიტომ მოვიგეთ!
და ამიტომ მოვიგებთ კიდევ!
