You are currently viewing მოვიდეს, და დავხვდებით.

მოვიდეს, და დავხვდებით.

გამოსავალი სად არისო, – ამ კითხვაზე პასუხად..
გახსოვთ, ზუსტად 5 თვის წინ დავიწყეთ,
დიახ, ბაშისველის პროექტის პირველი ეტაპიც დასრულდა.
ტერიტორია განაწილდა, საკუთრებაში დარეგისტრირდა, ერთი-ორი ფორმალობაც, და არაფერი აღარ უშლის ხელს მშენებლობების დაწყებას აქ,
აი, აქ, ქუთაისთან ახლოს, აეროპორტთან ახლოს, ცენტრალურ ავტობანთან ახლოს.
რავი, ხალხო, იმ გაუცხოების და ნიჰილიზმის ფონზე, რაც არის ქვეყანაში, მარტყოფისველის და ბაშისველის დასახლებები ერთგვარი კუნძული მგონია მე, ერთგვარი თავშესაფარი, დიახ..
კუნძულია, რადგან აქ შენნაირები არიან.
დაიწყეთ, თქვენც,
და არაა აუცილებელი მაინცდამაინც ჩვენთან ერთად,
ჩვენგან დამოუკიდებლად დაიწყეთ,
მოინდომეთ, – ნახეთ მიწები, გააკეთეთ დასახლებები, შექმენით ამხანაგობები, სააქციო საზოგადოებები, მეურნეობები, კოოპერატივები, ქალაქად, თუ სოფლად.
რაღაც გააკეთეთ,
ოღონდ ერთად გააკეთეთ, ერთად,
რამდენიმემ,- ხუთმა, ათმა, რაც მეტი იქნებით, მით უკეთესი,
და როცა სისტემა მოგადგებათ გასაძარცვად,- და დარწმუნებული იყავით, რომ ერთხელაც აუცილებლად მოგადგებათ, – მარტონი აღარ იქნებით.
ხო, რა ვიცი, რა გითხრათ, სხვა..
აი, აქ, როცა იქნება პროფსასწავლებელი აშენდება, სტამბა და გამომცემლობა ამუშავდება, ტელე და რადიოსტუდიაც, დამხმარე მეურნეობები, და კიდევ რაღაცეები,
ანუ, ხალხი ვიქნებით, საქმეც იქნება, და ადგილიც იქნება, გამაერთიანებელი,
ანუ, პატარა კანუდოსი ვიქნებით,
და თუ მოვა ჩვენამდეც დედააფეთქებული სისტემა, მოვიდეს.
მოვიდეს, და, დავხვდებით!
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა