You are currently viewing მოითხოვე მეტი!

მოითხოვე მეტი!

14 ისეთი მოთხოვნა დააყენეს ჭიათურის მაღაროელებმა ტირილი მოგინდება კაცს.
ბარემ საბავშვო სათამაშოებიც შეეტანათ სიაში.
2019 წლის გამოცდილებით მაინც ვერაფერი ისწავლეს?
კიდეც გაიფიცნენ მაშინ, კიდეც შიმშილობდნენ, პირიც ამოიკერეს მოშიმშილეებმა, მაგრამ რა,?
არც არაფერი.
მაღაროელი მოითხოვეთ საწარმოს ნაციონალიზაცია!
თუ მართლა 3000 კაცი გყავთ, რომელიც რეალურად მზადაა ქუჩაში დადგეს, და დადგეს ყოველდღე, სტაბილურად, ფეხი არ მოიცვალოს, და სამუშაოზე არ გავიდეს.
3000 რეალურად ყოველდღე ქუჩაში გამომსვლელი კაცით მთის გადადგმა შეგიძლიათ.
მოითხოვეთ ნაციონალიზაცია და ორ დღეში ცუციკებივით დადგებიან თქვენს წინაშე, ოღონდ მაღაროების სახელმწიფოსთვის გადაცემაზე ხმა არ ამოიღოთ, და სხვა რაც გინდათ, რაც გესიამოვნებათო.
მოითხოვეთ ნაციონალიზაცია, და უამრავი ხალხი შემოგიერთდებათ, და სხვა რეგიონებიდანაც.
მოითხოვეთ საწარმოს სააქციო საზოგადოებად გადაკეთება, და აქციების ხალხისთვის გადაცემა,
მიეცით მთავრობასაც თქვენით მანიპულაციის საშუალება, რომ თქვან, ა, ბატონო ამდენი ხალხი ითხოვსო, და ჩვენ რა ვქნათო.
და როგორც ანაკლიის პორტის თემა აახიეს ბანკირ ხაზარაძეს ისევე აახევენ ჭიათურის მაღაროებსაც ახლანდელ მეპატრონეებს.
და მერე მთავრობასთან გექნებათ პირდაპირ საქმე, და არა მაიამში მოკალათებულ ფულის ტომრებთან.
მოითხოვეთ ნაციონალიზაცია!
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა