You are currently viewing მოისმინეთ..

მოისმინეთ..

ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში ვწერდი, როგორც კი სისტემა მიხვდება, რომ არა ვართ მისთვის საშიში, ამ 100 000-იანი აქციებით, და მარშებით,
როგორც კი მიხვდება, რომ უწყინარი ბატკნებივით დავდივართ წინდაუკან ხორუმით, და არავინ არსად შევარდნას არ აპირებს, ადგება და საზმაუზე იმ ნახევარსაათიან, ეგრეთ წოდებულ ” თავისუფალ ეთერსაც” დახურავს მეთქი,
და სანამ დროა, ვისარგებლოთ და ვისაუბროთ მთავარზე, – თუ როგორ დავუბრუნოთ ეს ტელევიზია ხალხს, და ეთერიდანვე მოვითხოვოთ საზმაუს სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის წესის შეცვლა, მეთქი.
და, მერე, რა?
ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი.
ეთერის გახსნიდან მალევე აღარ უშვებდნენ გადაცემაში იმ ხალხს, ვისაც ასეთ თემებზე შეეძლოთ საუბარი, და მერე საერთოდ დახურეს ის გადაცემა.
ვფიქრობ, შანსი გავუშვით ხელიდან, და ყველაფერი თავიდან არის დასაწყები.
გოლეთიანს მაინც მოუსმინეთ, საზმაუს უნდა დაეთმოს დიდი ყურადღებაო, რომ ამბობს.
რომ შესაძლებლობა გვქონდეს ეს ტელევიზია გავხადოთ არა მხოლოდ იმ სივრცედ, სადაც პრობლემებზე სიღრმისეულ საუბარს მოვახერხებთ,
და არა მხოლოდ იმ სივრცედ, საიდანაც საზოგადოება ახალ სახეებს დაინახავს ძველი გაცვეთილი პარტიული ნაგვების მაგივრად,
არამედ ეს ტელევიზია რომ გავხადოთ თავდაცვის იმ საშუალებადაც, ყველაზე მეტად რო დაგვჭირდება, როცა ტერორი კიდევ უფრო მოიმატებს, და როცა თითოეული ჩვენთაგანის დევნას დაიწყებენ.
ამისთვის უნდა ვიყოთ მზად.
და რომ ვიყოთ მზად, სანამ კიდევ არის დრო, რუსთაველის გამზირიდან ამ ტელევიზიისკენ უნდა გადმოვინაცვლოთ ყოველდღიური, მშვიდობიანი პროტესტით, და მთავარი მოთხოვნებით.
მოუსმინეთ ამ კაცს, მგონი ერთადერთია, ვინც ადეკვატურად აფასებს მოვლენებს.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა